Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Uber-ის პრეზიდენტი ჯეფ ჯონსი გადადგა

58cfecd0686a8
BM.GE
20.03.17 18:52
1117
სან-ფრანცისკოში დაარსებული საერთაშორისო კომპანიის Uber პრეზიდენტი ჯეფ ჯონსი გადადგა. კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით, ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს. 

წყაროების თანახმად, ჯონსის კომპანიიდან წასვლა კომპანიაში არსებულ პრობლემებსა და სკანდალებთან არის დაკავშირებული. ჯონსმა გააცნობიერა, რომ სიტუაცია იმაზე მეტად დამძიმდა, ვიდრე ის წარმოიდგენდა, როდესაც კომპანიის პრეზიდენტობაზე დათანხმდა. Uber-ში ჯონსი ექვსი თვის წინ მივიდა.

Reuters- ის ინფორმაციით, გადადგომის მიზეზი შესაძლოა ის ფაქტი იყოს, რომ Uber-ის დამაარსებელმა ტრევის კალანიკმა ორი კვირის წინ განაცხადა, რომ კომპანიის ოპერაციული დირექტორს ეძებს. ჯონსის Facebook-ის პირადი გვერდი კომპანიის მძღოლებმა ცუდად განწყობილი კომენტარებითა და საჩივრებით აავსეს.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, კომპანია Uber-ის ირგვლივ რამდენიმე სკანდალი განვითარდა. ცოტა ხნის წინ კი მძღოლების შეცდომაში შეყვანისთვის სან-ფრანცისკოს სასამართლომ ტაქსის მომსახურების სერვისს Uber $20 000 000 ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. კომპანიას ბრალს დებდნენ იმაშიც, რომ სექსუალური ძალადობის ბრალდებებზე თვალს ხუჭავს.

The Wall Street Journal-ის ცნობით, კალანიკმა კომპანიის თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტით აცნობა, რომ ჯონსმა აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიიდან წასვლის შესახებ დამოუკიდებლად მიიღო.