Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ზურაბ ჩხაიძე: ჩოხატაურსა და ქედაში წარმოებული "ნენას" პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე ადგილს იმკვიდრებს

58f73f712b224
სალომე მეცხვარიშვილი
20.04.17 16:00
805
ჩოხატაურსა და ქედაში წარმოებული "ნენას" პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე ადგილს იმკვიდრებს,- ამის შესახებ "საქმის კურსს" "კახური ტრადიციული მეღვინეობისა" და "ნენას" დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, "ნენას" პროდუქციამ ჩინეთის ბაზარზე საკმაოდ კარგი შეფასება დაიმსახურა, რამდენადაც პროდუქცია ნატურალურია.

"ნენას" ხილის პროდუქცია - მურაბები, ჯემები, ტყემალი - პირველად ჩინეთში გასული წლის ბოლოს გაიგზავნა. ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ ლოჯისტიკას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, რამდენადაც, ერთი მხრივ, პორტი იყო გადატვირთული, მეორე მხრივ კი, პროდუქცია საკმაოდ შორ მანძილზე იგზავნებოდა. ბიზნესმენი ამბობს, რომ ერთი პარტიის გაგზავნას დაახლოებით 2 თვე დასჭირდა.

"არის დაინტერესება მათი მხრიდან, საკმაოდ მაღალი შეაფსება დაიმსახურა პროდუქტმა და ის ჩინეთის ბაზარზე ადგილს იმკვიდრებს, რამდენადაც „ნენას“ პროდუქცია არის ნატურალური",- აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.