27.Nov.2015 13:20
Economy

ზურაბ აბაშიძე: ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართ და აქამდე ტვირთებს ორივე მიმართულებით ყოველგვარი პრობლემის გარეშე ვატარებდით

ზურაბ აბაშიძე: ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართ და აქამდე ტვირთებს ორივე მიმართულებით ყოველგვარი პრობლემის გარეშე ვატარებდით
რუსეთ - თურქეთის ომო სავარაუდოდ შეიძლება ეკონომიკურ ომში გადაიზარდოს. განვითარებულ მოვლენებს საქართველოზე რა გავლენა ექნება, როგორც დაპირისპირებული მხარეების უშუალო მეზობელზე. ამ თემაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე გადაცემა “ბიზნესკონტაქტში’’ აღნიშნავს, რომ არავის ინტერესბში არ არის ის, რომ ჩვენს ორ მეზობელს შორის ურთიერთობები დაიძაბოს და იგი დასძენს, რომ საქართველოს ამ შემთხვევაში არაფრის გაკეთება არ შეუძლია.


არავის ინტერესბში არ არის ის, რომ ჩვენს ორ მეზობელს შორის ურთიერთობები დრამატულად გართულდეს. ეს სერიოზულად დააზიანებს მთლიანად რეგიონალურ უსაფრთხოებას და არა მარტო რეგიონალურ უსაფრთხოებას, არამედ საერთაშორისო მასშტაბით, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია ნელ-ნელა განიმუხტება და სავაჭრო ურთიერთობები აღდგება. საქართველოს რისი გაკეთებაც შეუძლია ამის დიდ რეზერვს ვერ ვხედავ. ნაწილი ტვირთებისა ჩვენს ტერიტორიაზე გადის, როგორც თურქეთიდან რუსეთის მიმართულებით, ისე რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით. გამორიცხული არ არის, რომ რუსულ სატრანსპორტო ტვირთებს თურქეთის საზღვარზე პრობლემა შეექმნას. გარკვეულ უხერხულობას იწვევს ეს, რა თქმა უნდა საზღვრებსა და საბაჟოებზე. ყველას ესმის, რომ აქ საქართველოს ბრალეულობა არანაირად არ არის. ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართ და აქამდე ტვირთებს ორივე მიმართულებით ყოველგვარი პრობლემის გარეშე ვატარებდით. რაც შეეხება რუსეთის ტერიტორიისკენ მიმავალ ტვირთებს პრობლემები ჩვენს მხარეზე თითქმის არ არსებობს, მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, როცა პიკია ამ გადაზიდვების, გამტარიანობის გამო რაღაც სირთულეები იქმნება. ამ შემთხვევაში არ ვიცი ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია. ეს რუსეთ - თურქეთის ურთიერთობაში შექმნილი სერიოზული სირთულეა და საერთო ენა მათ უნდა გამონახონ და ვფიქრობ, ასეც იქნება,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
Author ბიზნესკონტაქტი



16.Feb.2019 01:07
100

TBC Bank Filed a Lawsuit against National Bank of Georgia

More
16.Feb.2019 00:53
77

IMF on TBC Bank Case: We Consider that NBG is Doing its Job

More
15.Feb.2019 00:50
74

Pension Agency Calls Upon the NBG to Urgently Advise on What to do with 25 Million GEL

More
15.Feb.2019 00:46
55

498 000 Tourists Visited Georgia for Shopping in 2018

More
14.Feb.2019 20:20
126

NBG demands Mamuka Khazaradze to leave TBC Board

More
14.Feb.2019 00:40
94

Visa-free agreement on ID-card between Ukraine and Georgia will come into force on March 1

More