Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ზუგდიდში დევნილებისთვის 4 ახალი კორპუსის მშენებლობა იწყება

570e914ddac77
BM.GE
13.04.16 22:32
1255
ზუგდიდში დევნილებისთვის 4 ახალი კორპუსის მშენებლობა იწყება. დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, გამოცხადებულ ტენდერში კომპანია "დაგიმ“ გაიმარჯვა.

"ზუგდიდში დავამთავრეთ ტენდერი, რომელის ოთხი ახალი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს. გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. ამ დღეებში კომპანია გარანტიას მოიტანს და შესაბამისად მას ხელი მოეწერება. მშენებლობის დაწყება ამ კვირის ბოლოს შესაძლებელი იქნება. ზუგდიდში, სადაც ორი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, პლიუს ოთხი კორპუსი დაემატება", - განაცხადა მინისტრმა "საქმიან დილასთან“ საუბრისას.

ბინებს დევნილებს სამინისტრო უსასყიდლოდ გადასცემს.