Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

5702208e6d6ce
BM.GE
04.04.16 12:02
969
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. პროექტს, რეგიონალური განვითარების სამინისტრო ახორციელებს და მის ფარგლებში სრულად მოხდება დადიანების სასახლისა და ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია.
 
როგორც ქალაქის ვიცე-მერმა, გია გულორდავამ, "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, პროექტის საბოლოო ვარიანტი თვის ბოლოს მზად იქნება, სამუშაოები კი სავარაუდოდ ზაფხულში დაიწყება. მისივე თქმით, პროექტის დასრულება ერთი წლის ვადაში იგეგმება.

ბაღის ტერიტორიაზე მოეხდება მცენარეების რეაბილიტაცია, მოეწყობა ტბა, საფეხმავლო ბილიკები, მცირე ზომის ჩანჩქერები, ხიდები და განათება. გულორდავას ინფორმაციით, ბაღში ახალი ჯიშიც მცენარეების შეტანაც იგეგმება. ასევე ადგილზე აშენდება საგამოფენო დარბაზიც.

ბოტანიკურ ბაღში შესვლა, ვიზიტორებისთვის ფასიანი გახდება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კი დღის საათებში ბაღში შესვლა, სავარაუდოდ უფასო იქნება.