Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ზაფხულისთვის ავტობანით მისვლა საჯავახოს ხიდამდე იქნება შესაძლებელი

56d98ce28aa66
BM.GE
04.03.16 17:23
1068
ზაფხულისთვის ავტობანით მისვლა საჯავახოს ხიდამდე იქნება შესაძლებელი, - აღნიშნულის შესახებ დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა. ნოდარ ჯავაშიშვილის ინფორმაციით, ზაფხულამდე ორი მონაკვეთის დასრულება იგეგმება.
 
"ჩვენ შევპირდით საზოგადოებას, რომ ორი სერიოზული მონაკვეთი ზაფხულისთვის დასრულდება, საუბარია თბილისიდან ერთის მხრივ ხაშურამდე და შემდეგ რიკოთის გარდა, სამტრედიის გავლით, ჩვენ ავტობანით ვიმგზავრებთ, ანუ საჯავახოს ხიდამდე მივალთ ავტობანით“, - განაცხადა მინისტრმა. რაც შეხება ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების პროცესს, მინისტრის თქმით, ყველა პროექტის ვადებმა 1-3 თვით გადმოიწია. ნოდარ ჯავახიშვილმა რიკოთის პროექტეზეც ისაუბრა.

"რიკოთზე გვქნება ორი დეტალური დიზაინის ტენდერი გამოსაცხადებელი, ერთი იქნება ¼ და მეორე ¾ რიკოთისა, თავდაპირველად დეტალური პროექტირებისთვის 18 თვიანი ვადა იყო გათვალსიწინებული, ჩვენ ტენდერს გამოვაცხადებთ ერთი წლის ვადით და მათ შორის პირელი ლოტი უნდა მოგვცენ 8 თვეში, მეორე 10 თვეში, მესამე 12 თვის განმავლობაში. ჩვენ პროექტირების ფარგლებში უნდა მოვიგოთ 8 თვე", - განაცხადა ჯავახიშვილმა.