Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ყაზახეთში McDonald's-ის პირველი ობიექტი იხსნება

56cee36bde685
BM.GE
25.02.16 15:18
1323
ასტანაში 8 მარტს მაკდონალდსის პირველი რესტორანი გაიხსნება. 200 მომხმარებელზე გათვლილი სწრაფი კვების ობიექტის ივნესტიციის მოცულობა 3,5 მილიონი დოლარია. ქსელის ფრენჩაიზი ადგილობრივმა ბიზნესმენმა კაირატ ბორანბაევმა განახორციელა. უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ქვეყანაში, მაკდონალდსის 15 ობიექტის გახსნაა დაგეგმილი.

დღეისთვის მაკდონალდსი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, 35 000-მდე ობიექტს ფლობს.