Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Yahoo!-ს დირექტორი თანამდებობის დატოვების შემთხვევაში 55 მილიონ დოლარს მიიღებს

5727437015c8f
BM.GE
02.05.16 16:07
1140
ამერიკული ინტერნეტ-კომპანია Yahoo!-ს გენერალური დირექტორი მარისა მაიერი 55 მილიონ დოლარს მიიღებს კომპენსაციის სახით, თუკი კომპანიას მფლობელი შეეცვლება და მას ამის გამო თანამდებობის დატოვება მოუხდება.
 
ნაღდი ანგარიშსწორებით მაიერი 3 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი რესურსები მის საკუთრებაში აქციების სახით გადავა, ასევე Yahoo! მას აუნაზღაურებს ჯანმრთელობის დაზღვევას. მაიერმა 2015 წელს ჯამში 36 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. კომპანიის სხვა ტოპ მენეჯერებიც ასევე მნიშვნელოვან თანხებს მიიღებენ ჯილდოს სახით: ფინანსური დირექტორი კენ გოლდმანი დაახლოებით 16 მილიონ დოლარს, შემოსავლების მმართველი ლიზა უცშნაიდერი კი 20 მილიონ დოლარს.

დეკემბრის დასაწყისიდან Yahoo! ინვესტორების ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რომლებიც მეტ ნაკლებად ბიზნესის რეორგანიზების იდეით გამოდიან, მათ შორის აქტივების გაყიდვის ინიციატივით, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებით და გენერალური დირექტორის მარისა მაიერის ცვლილებით.

2016 წლის პირველ კვარტალში კომპანიის ზარალი 99 მილიონი დოლარი იყო, მაშინ როდესაც გასულ წელს ამავე პერიოდში კომპანიის მოგებამ 21 მილიონი დოლარი შეადგინა. Yahoo!-მ დაახლოებით 10-მდე რეალური შეთავაზება მიიღო კომპანიის შესყიდვასთან დაკავშირებით და შეთავაზებული წინადადების ჯამი 4-დან 8 მილიარდ დოლარამდე მერყეობდა. შესაძლო მყიდველების ჩამონათვალში ხვდებიან სატელეკომუნიკაციო კომპანია Verizon Communications, YP Holdings და კონსორციუმი Bain Capital და Vista Equity Partners.