Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ხორგუაშვილი: არ მჯერა ბიზნესის ინიციატივის, რომ მოგების გადასახადის გადავადება უნდოდა

56fb7a36f13fc
BM.GE
30.03.16 11:02
949
ზვიად ხორგუაშვილი, ბიზნესის ინციატივას, მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებს. ეკონომისტი მიიჩნევს, რომ მიზეზები, რაც ბიზნესის მხრიდან დასახელდა არარელევანტურია და საგადასახადო რეფორმის მომავალ წლამდე გადავადება არა ბიზნესის არამედ მთავრობის ინიციატივა იყო.
 
"მთავრობამ უარი უნდა თქვას ისეთ რამეზე, რაც ან გადასახადების გაზრდას იწვევს, ან ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს მოსახლეობას. მთავრობამ მოგების გადასახდის გაუქმება ბოლომდე უნდა მიიყვანოს, მე არ მჯერა ბიზნესის ინიციატივის, რომ გადავადება უნდოდა, უბრალოდ ვთქვლი, რომ არჩევნებამდე გაკეთება ვერ ხდებოდა.

მიზეზები რასაც ამბობს ბიზნესი, მე პირადად არ მგონია რელევანტური. ეჭვი მეპარება, როდესაც ბიზნესი საუბრობს საბიუჯეტო ბრობლემებზე... მოგების გადასახადის გაუქმებაც უნდა იყოს სწორი ნაბიჯი", - განაცხადა ხორგუაშვილმა "საქმიანი დილის" ეთერში. მისივე თქმით, მხოლოდ რეინვესტირებული თანხების გათავისუფლება საკმარისი არ არის და მთავრობამ სხვა გადასახადების შემცირებაც უნდა მოახდინოს. მაგალითად ხორგუაშვილს ნავთობისა და გაზის პროდუქტებზე აქციზის გადასახადის შემცირება მოჰყავს.

"ეკონომიკურ ზრდას პირველ რიგში იწვევს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ასევე ეკონომიკური ზრდა პირდაპირ დამოკიდებულია მთავრობის ზომაზე ეკონომიკაში. დღეს რომ ავიღოთ ნაერთი ბიუჯეტი, გამოდის რომ 34 პროცენტიანი წილი აქვს მთავრობას მთლიან შიდა პროდუქტში; ყოველ შექმნილ 1 ლარზე მთავრობა განკარგავს 34 თეთრს. ამ 34 თეთრის წილი, რაც უფრო ნაკლებია მით უფრო მაღალია ეკონომიკური ზრდა", - აცხადებს ხორგუაშვილი.

რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, 2017 წელს 5-6 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე, ხორგუაშვილი ამბობს, რომ პრემიერის მხრიდან ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება სწორი ნაბიჯია.

"ჩემი აზრით ძალიან კარგია როდესაც პრემიერი ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს და საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს გაპიარებას ეწევა. ეს პროგნოზი ეყრდნობა ძველ პროგნოზებს საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს და დიდი ალბათობით ეს პროგნოზები შემცირდება რაც გამოქვეყნდება ახალი პროგნოზები", - განაცხადა ხორგუაშვილმა.