Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ხორცისა და ხორცპროდუქტების სავალდებულო ეტიკეტირების წესი 2017 წლიდან ამოქმედდება

56da7e7b55101
BM.GE
05.03.16 10:34
1356
საქონლის ხორცისა და ხორცპროდუქტების სავალდებულო ეტიკეტირების წესი ძალაში 2017 წლის 1 იანვრიდან შევა. როგორც სურსათიის ეროვნულ სააგენტოში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, პროდუქციის ეტიკეტზე სავალდებულო გახდება ყველა იმ ინფორმაციის დატანა, რომელიც მის ვარგისიანობაზე მიუთითებს. ეტიკეტირება უშუალოდ სასაკლაოებზე მოხდება. სააგენტოში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ეტიკეტირება ნებაყოფლობით ხდებოდა და მას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირირების ხელშეკრულება ავალდებულებს.
 
სავალდებულო ეტიკეტირების სისტემამ უნდა უზრუნველყოს კავშირის დადგენა ერთის მხრივ ტანხორცის, ტანხორცის მეოთხედსა და ხორცის ნაჭრებსა, და მეორეს მხრივ, ცალკეულ ცხოველსა ან ცხოველთა ჯგუფს შორის.

სავალდებულო ეტიკეტირების რეგულირებას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.