Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Xerox-ის შემოსავლები პირველ კვარტალში 4%-ით, 4,28 მილიარდ დოლარამდე შემცირდა

571f7267bbd32
BM.GE
26.04.16 17:50
1123
Xerox-ის შემოსავლები პირველ კვარტალში 4%-ით 4,28 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. სუფთა მოგებამ 85%-იანი ვარდნა განიცადა, 34 მილიონ დოლარამდე.

ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ შემოსავლები 4,24 მილიარდ დოლარამდე იქნებოდა. კომპანიის მოგების შემცირება განაპირობა აქტივების რყევამ, რესტრუქტურიზაციამ და ხარჯებმა რომლის მოცულობამ 197 მილიონი დოლარი შეადგინა.

29 იანვარს Xerox-მა განაცხადა, რომ კომპანია ორ ნაწილად იყოფა. დღეს კომპანია კვლავ ადასტურებს რომ ცვლილებას ამ მიმართულებით წლის ბოლომდე დაასრულებს.