Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ხადური საფინანსო ზედამხედველობაზე: დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

5708bc83e01b8
თელარა გელანტია
09.04.16 12:22
1036
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის თემაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდს თავისი მოსაზრება ჰქონდა. ასე უპასუხა ნოდარ ხადურმა "ბიზნესკონტაქტის" კითხვას - იყო თუ არა სავალუტო ფონდთან მემორანდუმის ხელმოწერაზე შეუთანხმებლობის მიზეზი ზედამხედველობის თემა.

"დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამაზე ჰქონდა სავალუტო ფონდს თავისი მოსაზრებები, მაგრამ იმის გამო, რომ საკითხი ამჯერად არის საკონსტიტუციო სასამართლოში, თავისთავად ცხადია, რომ საკითხი არ იხილება ამ ეტაპზე, იმიტომ რომ მთავრობის გადასაწყვეტი არ არის.

საკონსტიტუციო სასამართლო, პარლამენტი, ეროვნული ბანკი დამოუკიდებლები არიან და ჩვენ პატივს ვცემთ მათ დამოუკიდებლობას", - განაცხადა ხადურმა.

- სად უნდა იყოს ზედამხედველობის სამსახური?

- საქართველოში. ეს სამსახური უნდა იყოს საქართველოში.

- კერძოდ?

- თბილისში, ცენტრალური ოფისი უნდა იყოს თბილისში.

- ეროვნულ ბანკში?

- იცით, რა არის, ამასთან დაკავშირებითაც თუ ვნახავთ სტრუქტურას სამეთვალყურეო საბჭოში, იქ საკმაოდ კარგადაა წარმოდგენილი ეროვნული ბანკი და ამავე დროს ეს ერთ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო ბანკის ნაწილი, როგორც დღეს მოქმედი კანონმდებლობით არის. მეორე შემთხვევაში კი, უნდა ყოფილიყო ბანკთან არსებული სტრუქტურა ანუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ იქნებოდა სრულიად დამოუკიდებელი, არამედ მის კონტროლს განახორციელებდა ეროვნული ბანკი.