Home
Category
TV Live Menu
Loading data...

WSJ: იტალიური ბანკები ქვეყანაში საბანკო სექტორის რღვევის საფრთხეს ქმნიან

57299f7c6cb21
BM.GE
04.05.16 11:03
1173
იტალიის ნომერ მეშვიდე უმსხვილესი ბანკი Banca Popolare di Vicenza-ი შესაძლო წარუმატებელი კაპიტალიზაციის გამო იტალიის საბანკო სექტორის რღვევის საფრთხეს ქმნის.
 
გასული კვირის ბოლოს საფონდო ბირჟამ Banca Popolare di Vicenza-სთან არ შეათანხმა ლისტინგი არასაკმარისი თავისუფალი აქციების გამო. ფასიანი ქაღალდების განთავსება უნდა მომხდარიყო ევროპული ცენტრალური ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, ისე რომ გაფრთხილებული ყოფილიყო იტალიური ბანკი შეუსრულებელ მოთხოვნაზე კაპიტალის საკმარისობასთან დაკავშირებით.

განთავსებამ ინვესტორების დიდი ინტერესი არ გამოიწვია და აქციათა 97%-ზე მეტი ორმა მსხვილამ ინვესტორმა შეიძინა.

ერთ-ერთმა ფონდმა Atlante რომელიც წარმოადგენს ფინანსურ ჯგუფ Unicredit-ს აქციათა 92% მოაგროვა. Unicredit-ის აქციები ჩამოიშალა 7,1%-ით, მას შემდეგ რაც Banca Popolare di Vicenza-ს IPO ჩავარდა. იტალიური ბანკის Intesa Sanpaоlo-ს აქციები 3,4%-ით ჩამოიშალა.

"რეალურად, ბანკი რომელზეც ყველა წუხდა იყო Unicredit" - განუცხადა წყარომ The Wall Street Journal-ს. Unicredit აცხადებდა, რომ Banca Popolare di Vicenza_ს აქციებს გამოისყიდიდა, მაგრამ რეგულატორები დაეჭვდნენ, რომ ბანკს არ აქვს შესაძლებლობა ეს გააკეთოს ისე რომ არ დაარღვიოს მოთხოვნა რომელიც კაპიტალის საკმარისობასთან დაკავშირებით აქვს.