Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა არის NFT?

BM.GE
14.01.22 09:26
198
ციფრული ტექნოლოგიების არანორმალური სისწრაფით განვითარებას ყველანი ერთად ვადევნებთ თვალს. ჩვენ თვალწინ იქმნება ახალ-ახალი პლატფორმები, ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი, კრიპტოვალუტები და მათ შორის, ბოლო დროს ყველაზე პოპულარული NFT. ანუ Non-Fungible Token, რომელიც შეუცვლელ ტოკენებს გულისხმობს და ის ეთერიუმის ბლოქჩეინზე დანერგილი ერთი უნიკალური კოდია. ციფრული სამყაროსთვის NFT ნიმუშები იგივეა, რაც ხელოვნების ნიმუშები რეალური სამყაროსთვის, ისინი უნიკალურია და მათი კოპირება შეუძლებელია, რის გამოც, ხშირად, NFT-ები კოლოსალურ თანხებად იყიდება. პირველი ბუმი NFT-ების ბაზარმა 2021 წლის მარტში განიცადა, მას მერე, რაც ხელოვან Beeple-ის ნამუშევარი $69 მილიონად გაიყიდა.