Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Wi-Fi-ის 100-ჯერ სწრაფი შემცვლელი - Li-Fi-ს მომავალი

56d2d343effa1
ვიქტორია საკუროვა
28.02.16 14:53
1397
2015 წლის ნოემბერში, გერმანელმა ფიზიკოსმა, ჰარალდ ჰაასმა, წარმოგვიდგინა თავისი გამოგონების, ინტერნეტთან დაკავშირების უსადენო საშუალების, Li-Fi-ის, კონცეფცია. ის კი Wi-Fi-ზე 100-ჯერ სწრაფია, რაც მას კონკურენტუნარიანს ხდის.
 
რა არის Li-Fi?

LI-Wi მონაცემათა გადაცემის უსადენო საშუალებაა. თუმცა, მის შემთხვევაში, ინფორმაცია ოპტიკურად გადაეცემა. პროცესში ჩართულია სამი მოწყობილობა: კონტენტი გადაეცემა LED-ნათურას, ის, თავის მხრივ, გადასცემს მონაცემებს შუქმგრძნობიერ პანელს, რომელიც აკონვერტირებს ინფორმაციას და აგზავნის მას რეციპიენტ მოწყობილობაზე.

ალბათ, რთულია მშვიდი ცხოვრების წარმოდგენა ასეთი საშუალებით: გამოდის, გარშემო უნდა იციმციმოს შუქმა (რათა მოწყობილობამ იმუშაოს) და სიბნელის დავიწყება მოგვიწევს, იმისთვის, რომ ავამუშავოთ ეს მოწყობილობა? რა თქმა უნდა, ეს ასე არაა.

როგორ მუშაობს Li-Fi?

TED-ის კონფერენციაზე გამომგონებელმა საინტერესო ცდა ჩაატარა. შუქმგრძნობიერი პანელის მეშვეობით, მან პროექტორზე გაუშვა ვიდეო მაღალ ხარისხში, როდესაც დახურა პანელი, ვიდეო გაჩერდა, თუმცა როდესაც მას უბრალოდ შავი ნაჭერი დააფარა, ტრანსლაცია ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, რითაც დაამტკიცა, რომ Li-Fi-ს მუშაობისთვის სჭირდება სულ ცოტაოდენი სინათლე.

ტექნიკური მახასიათებლები

ესტონური სტარტაპის, Velmenni-ს, ექსპერიმენტები გვიჩვენებს, რომ ინფორმაცია Li-Fi-ს მეშვეობით, გადაეცემა 1გბ/წმ სიჩქარით, რაც დაახლოებით 100-ჯერ სწრაფია Wi-Fi-ზე.

მისი კიდევ ერთი უპირატესობა არის ტექნოლოგია VLC (Visible Light Communications), რაც გულისხმობს ხელმისაწვდომი ქსელების, გაერთიანებას, ანუ მომხმარებელი შეძლებს მათ შორის გადაადგილებას ისე, რომ კავშირი არ გაწყდება (რაც Wi-Fi-ს ერთ-ერთი სუსტი წერტილია).

გამომგონებლის შესახებ

ჰარალდ ჰაასი - გერმანელი ფიზიკოსი, ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, თავისი გამოგონება წარმოადგინა TED-ზე 2011 წელს. მას შემდეგ დააფუძნა კომპანია, pureLiFi, რომელიც ამ ტექნოლოგიის გაუმჯობესებითაა დაკავებული. ჰაასის ყოფილი კოლეგები დღეს მისი პარტნიორები არიან, რადგან მათ ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით.

თებერვალში pureLiFi-მა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა დიოდური LED ნათურების გამომშვებ ფრანგულ კომპანიასთან. პირველი Li-Fi ნათურები 2016 წლის მეორე ნახევარში გამოვა.

შესაძლებელია თუ არა ნებისმიერი ნათურა იქცეს მონაცემთა გადაცემის წყაროდ?

ჰაასი თვლის, რომ შესაძლებელია. მთავარი წინაპირობა კი ისაა, რომ ეს LED ნათურა უნდა იყოს. იმისთვის, რომ ასეთი მონაცემათა გადამცემ მოწყობილობად ვაქციოთ, უნდა გავაერთიანოთ მიკროჩიპთან, რომელიც დაამუშავებს ინფრომაციას.

როგორ შეეწყობა Li-Fi Wi-Fi-ს?

ექსპერტების თქმით,ჯერ კიდევ ადრეა Wi-Fi როუტერის გადაგდება, რადგან თუ ახალი გამოგონება წარმატებით ჩააბარებს „გამოცდას ყოველდღიურ ცხოვრებაში“, მაშინ მას 4-5 წელი მაინც დასჭირდება, რომ გააძევოს ბაზრიდან თავისი კონკურენტი, თანაც მასობრივი გამოშვება, მხოლოდ რამოდენიმე წელიწადში იგეგმება.

უპირატესობები

ტექნოლოგიის შემქმნელი გამოარჩევს სამს:

1. ეფექტურობა. კაცობრიობა ისედაც იყენებს ნათურებს, წარმოიდგინეთ, რამდენ ენერგიას დაზოგავს ის, თუ კი სინათლის ამ საშუალებას ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობასაც მიანიჭებს.
2. ხელმისაწვდომობა. LED ნათურას თითქმის ყველგან შევხვდებით: მანქანაში, ოფისებში, თვითმფრინავსა თუ სახლებში. თუ კი თითოულ მათგანს ინტერნეტის წყაროდ ვაქცევთ, მაშინ უსაზღვრო კავშირს მივიღებთ.
3. უსაფრთხოება. სინათლეს არ შეუძლია კედლის გავლა, შესაბამისად, ინფორმაცია, რომელზეც მომხმარებელი მუშაობს ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ერთ ოთახში.

უარყოფითი მხარეები

ჯერ ტექნოლოგია დამუშავების პროცესშია, მაგალითად, Li-Fi არ მუშაობს ღია სივრცეში, ეს დაკავშირებულია მზის სინათლის დიდ რაოდენობასთან.

რა გველის მომავალში?

ჰარალდ ჰაასი მომავალს დადებითად უყურებს, ამბობს, რომ მანქანებს შეეძლებათ ერთმანეთთან კომუნიკაცია სინათლის მეშვეობით და ამით შემცირდება ავარიების რაოდენობა. ქუჩის თითოეული ნათურაც ასევე შეიძლება უსადენო ინტერნეტის გადამცემ წყაროდ იქცეს, თუმცა, ეს, ჯერ კიდევ, განუხორციელებელია.
IHUB Tbilisi