Home
Category
TV Live Menu
Loading data...

წარმატებული კარიერის შექმნის 10 გზა

56eebfb19ccc6
ვიქტორია საკუროვა
20.03.16 19:10
1354
უამრავ ადამიანს აქვს სამსახური, თუმცა მათი დიდი ნაწილი მთელი ცხოვრების მანძილზე, ნელ-ნელა მოძრაობს კარიერულ საფეხურებზე, სხვები კი, უკვე 30 წლისთვის, კომპანიების მმართველებად წარმოგვიდგებიან.
 
ქვემოთ მოცემულია 10 ხერხი იმისა, თუ როგორ ავიწყოთ წარმატებული კარიერა

1. შეხედეთ ვაკანსიებს სხვა კუთხით

"ცხოვრებაში ბევრი რამაა, რაც შეიძლება მიუღებლად მოგვეჩვენოს, როდესაც, რეალურად, მათი შესრულება ერთი დიდი ნაბიჯით წინ წაგვწევს".

ალბათ, გქონიათ შემთხვევა, როდესაც ვაკანსიის ნახვისას იმედი გაგცრუებიათ მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც კრიტერიუმით ამ სამსახურს არ შეეფერებით. შეხედეთ სხვა კუთხით: Oracle-ს დამაარსებელი და აშშ-ს ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეულში შემავალი, ლარი ელისონი თავდაპირველად მივიდა გასაუბრებაზე "დაუპატიჟებლად“ ერთ-ერთ კომპანიაში CV-ის გარეშე, თანაც საჭირო იყო მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება, რომელიც მას არ ჰქონდა. ელისონმა წინასწარ გაიგო დეტალები, რომლებიც კომპანიის საქმიანობას უკავშირდებოდა, წარმატებით გაიარა გასაუბრება და მიიღო სამსახური.

სამწუხაროა, მაგრამ ბევრი ასეთ შემთხვევაში უბრალოდ ანებებს თავს „საზღვრების დარღვევის შიშით“ და გადადის სხვა ვაკანსიის შესწავლაზე, დაფიქრდით თქვენს შესაძლებლობებზე, მიუდექით მსგავს "სირთულეებს“ თავდაჯერებულად.

2. საკუთარი თავის გაუმჯობესება

The New York Times-მა გამოიკვლია მიზეზი იმისა, თუ რატომ არიან გარკვეული ჯგუფები ეკონომიკურად ძლიერები სხვებზე და საკმაოდ საინტერესო დასკვნამდე მივიდა: აზიელები საშუალოდ სხვებზე მეტად წარმატებულები არიან.

განვიხილოთ აშშ-ს მაგალითი: ინდოელები, სპარსელები, ლიბანელები და ჩინელები, სტატისტიკურ ამერიკელზე ბევრად მეტ თანხას გამოიმუშავებენ, ძირითადი მიზეზი - კულტურული განსხვავება. ყველაზე წარმატებული ადამიანების ჯგუფს აქვს სამი განმასხვავებელი ნიშანი:

• საკუთარი უპირატესობის კომპლექსი;
• დაუცველობის გრძნობა ან შეგრძნება იმისა, რომ ჯერ კიდევ არ მიაღწიეს წარმატების მწვერვალს;
• საკუთარი თავის კონტროლი

თუ გაქვთ რწმენა საკუთარ თავში, თვითდისციპლინა და დაუცველობის გრძნობა იმ წერტილში, რომელშიც იმყოფები, მარტივად შეგიძლია მიიღო წარმატების ფორმულა, რადგან საკუთარი თავის გაუმჯობესება ძლიერი მოტივაციაა.

3. "რეალობა" - მხოლოდ ილუზიაა

უამრავ ადამიანს, რომელსაც არ აქვს უმაღლესი განათლება, წლების შემდეგაც ის მიუღწევ მწვერვალად მიაჩნია, შესაბამისად, მათ შვილებსაც, ხშირ შემთხვევაში, ასეთი წარმოსახვა აქვთ, ისინი მშობლების მაგალითზე ფიქრობენ რომ: „ცხადია ეს მიუღწეველია“.

სადღაც არსებობს ბიჭი, რომლის მშობლებსაც არასდროს უსწავლიათ უმაღლეს სასწავლებელში, შესაბამისად, ის ფიქრობს, რომ დიპლომის აღება შეუძლებელია. სადღაც არის გოგო, რომლისთვისაც წარმოუდგენელია მსოფლიოს ტოპ 100-დან რომელიმე კომპანიაში მუშაობა, რადგან მისი მშობლები დაბალანაზღაურებად სამსახურებში არიან და რა თქმა უნდა, ის იფიქრებს, რომ ასეთზე ოცნებაც კი არარეალურია.

თუმცა, ცხადია, რომ მონდომება (მაგ: წარმატებული ადამიანების კარიერით დაინტერესება, მათი გამოსვლების მოსმენა, ბიოგრაფიის წაკითხვა, მიბაძვა) უფრო დიდი შედეგის მომტანია, ვიდრე ფიქრი იმაზე, რომ რაღაც მიზანი ცხადად მიუღწევადია, რადგან გარშემო მხოლოდ წარუმატებელი ხალხია. არ შეცდეთ.

4. ნუ აირჩევთ კარიერას ხელფასის მიხედვით

როდესაც იბრძვი საყვარელი საქმისთვის მიმდინარე მაჩვენებლებს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია შედეგი, პროგრესი, გაუმჯობესება, კრეატიული აზროვნება. თუ ხარ შენს საქმეზე შეყვარებული და მუდმივი განვთარებისკენ მიილტვი, ეს მაჩენებელია იმისა, რომ საქმე 90%-ით გაქვს გაკეთებული, როგორც კი გახდები საუკეთესო, სამსახური თავად მოვა შენთან.

ნებისმიერ სფეროში, ადამიანები, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ იყვნენ საუკეთესოები, შედეგად იღებენ მაღალ ანაზღაურებასა და წარმატებას.

5. აირჩიეთ უფროსი და არა კომპანია

ბევრი ფიქრობს, რომ მას შემდეგ რაც სამსახურს Facebook-სა თუ Google-ში მიიღებენ, ცხოვრების ბოლომდე იქ იმუშავებენ, თუმცა ეს მცდარი ვარაუდია, რეალურად, ერთ-ერთი საუკეთესო გზა წარმატებისკენ, გამოცდილი მენტორის (მრჩეველის) არსებობაა. მისგან ბევრის სწავლა შეიძლება. განსაკუთრებით, მასთან დაახლოებისას ადვილია ამ სფეროში გამორჩეული საზოგადოების გაცნობა, რომელიც, თავის მხრივ, ახალი ცოდნისა და გამოცდილების საუკეთესო წყაროა.
იყავით სწორ გარემოცვაში, ეს არამხოლოდ მიგიყვანთ წარმატების მწვერვალზე, არამედ თავიდან აგაცილებთ ბევრ შეცდომას, რომელიც შეიძლება გაგჩენოდათ საკუთარი პრინციპებითა და ინტუიციით მოქმედებისას.

6. არ დაგენანოთ გამოცდილების მისაღებად გაწეული ხარჯები

თუ კი გაქვთ არჩევანი მაღალანაზღაურებად სამსახურსა და კარგ მენტორს შორის, აუცილებლად აირჩიეთ მეორე, რადგან ის იმდენ გამოცდილებასა და ცოდნას მიგაღებინებთ, რომელიც მომავალში უფრო წარმატებულ კარიერას შეგიქმნით. ახალგაზრდების ძირითადი პრობლემა ისაა, რომ მარტივი ფულისკენ მიისწრაფიან, თუმცა სიჩქარე და მოუთმენლობა, მხოლოდ ამცირებს წარმატების შესაძლებლობას.

7. ნამდვილი განათლება სკოლის შემდეგ იწყება

სამწუხაროა, მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის, მაშინ, როდესაც ცოდნა უსაზრღვრო ცნებაა და ყველაფრის ცოდნა რეალურად, შეუძლებელია.

წარმატებული ადამიანები დროს უაზროდ არ კარგავენ, ისინი ცდილობენ დღის მაქსიმალური პროდუქტიულობით გატარებას: ინტერესდებიან ახალი კვლევებით ამა თუ იმ სფეროში, თავისივე რანგის ადამიანებთან განიხილავენ სხვადასხვა მნიშვნელობის პრობლემებს, შესაბამისად, ასეთ პირებს სრულიად ობიექტურად შეუძლიათ ორი შეუსაბამობის გაერთიანება და ახალი იდეის ჩამოყალიბება, რაც, ცხადია, მეტ შესაძლებლობას უხსნის წინ.

8. გააზიარე საკუთარი ცოდნა

"შესაძლებლობების გაზიარება- წარმატების მთავარი წინაპირობაა".

როდესაც რაიმეს აკეთებთ პროფესიონალურად, დაწერეთ ამის შესახებ, გაუზიარე საზოგადოებას ის გზები, რომელთა მეშვეობითაც მიღწიეთ არსებულ შედეგს.

ასეტი ტიპის ზეგავლენა ქმნის ნდობას, რაც უფრო დიდია თქვენი აუდიტორია, მით უფრო მეტი ადამიანი მიგიღებთ თქვენც და თქვენს საქმიანობას სრული სერიოზულობით.

9. არ არსებობს ცნება "ცუდი და კარგი სამსახური"

გაყიდვების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთმა წარმატებულმა სპეციალისტმა ჩაატარა ექსპერიმენტი - დაიწყო კაფეში მუშაობა. ალბათ, ბევრს სასაცილოდ მოეჩვენება, მაგრამ მის მიზანს მაღალი ანაზღაურება არ წარმოადგენდა, მთავარი იყო "შიდა სამზარეულოს“ საიდუმლოებანი, მას აინტერესებდა მუშაობის პრინციპი, მოთხოვნის ზრდა-შემცირება სხვადასხვა სიტუაციებში, შესაბამისად, ეს იქცა მისი ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოცდილებად.

ნუ განასხვავებთ კომპანიებს კარგისა და ცუდის მიხედვით, ამასთანავე მათ თანამშრომლებს, რადგან ვერ მიხვდებით ვინ იქნება ადამიანი, რომელიც თქვენ ყავას გისხამთ მომავალში ან ვინ არის ის დღეს, რადგან თუ კი შეიცნობთ დეტალურად სარესტორნო ბიზნესს (შიგნიდან), ფაქტია, რომ ასეთი გამოცდის შედეგად მსგავსი ტიპის დაწესებულების მეტად გარკვეული, წარმატებული მფლობელი იქნებით, ვიდრე სხვა, ამ გამოცდილების არმქონე პირი.

10. ათასჯერ გაკვალული გზით წარმატებას ვერ მიაღწევთ

არაფერია იმდენად მარტივი, რომ მუდმივად ერთსა და იმავე მაგალითით ვმოქმედებდეთ ყველა მწვერვალის მისაღწევად. ამის დასადასტურებლად კარგი მაგალითი მოიყვანა წარმატებულმა მილიონერმა, ბიზნესზე წიგნების ავტორმა, რობერტ კიოსაკიმ:

"ყველა წარმატებული ადამიანი ეკიდება ცხოვრებას, ბიზნესსა თუ წარმატებას, როგორც ღამის კლუბს. მასში ყოველთვის სამი შესასვლელია. ერთი, მთავარი, რომლითაც სარგებლობს 99%, დგება რიგში, იმ იმედით, რომ მას შეუშვებენ. მეორე, VIP კარი, რომლის მეშვეობითაც მილიონერები და სხვა მსგავსი ტიპის პირები სარგებლობენ შესვლის უპირატესობით, თუმცა ყოველთვის არსებობს მესამე გზაც, მასში რომ მოხვდე უნდა გახვიდე რიგიდან, მიჰყვე ქუჩას ქვემოთ, ახვიდე ნაგვის ურნაზე, 100-ჯერ დააკაკუნო, დაამტვრიო ფანჯარა და სამზარეულოს დამხმარებით შეხვიდე კლუბში, თუმცა ასეთი გზა ყოველთვის მუშაობს. არვიცი როგორ გაყიდა ბილ გეითსმა პირველი კომპიუტერი, ან როგორ იქცა სტივენ სპილბერგი ჰოლივუდში ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორად, მაგრამ ფაქტი ერთია - მათ გამოიყენეს მესამე კარი(მისაღები უმცირესობისთვის, თუმცა მეტად გარანტირებული).
IHUB Tbilisi

ყარო: Medium.com