Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Wall Street Journal: მზარეული, რომელიც ქართულ სუფრას ლონდონს აცნობს

56bb4c2e89725
BM.GE
10.02.16 18:23
1222
31 წლის მზარეული, ოლია ჰერკულესი ქართული სუფრის კონცეფციის ინგლისის რესტორნებში დამკვიდრებას გეგმავს. მანამდე კი 23-27 თებერვალს ქართული სუფრა ლონდონში გამოჩნდება, - წერს The Wall Street Journal-ი.
 
"მზარეული, რომელსაც ქართული სუფრა ლონდონში ჩააქვს", - ასე ეწოდება გავლენიანი გამოცემის სტატიას, რომელიც უკრაინელი წარმოშობის მზარეულის ლონდონურ საქმიანობას აღწერს.

"2014 წელს ოლიას სამშობლოში სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, მზარეულმა გადაწყვიტა, მისი ახალგაზრდობის ყველა რეცეპტი შეეკრიბა. სწორედ ამიტომ, ის სამშობლოში დაბრუნდა და დედასთან და დეიდასთან ერთად "მამუშკაზე" მუშაობა დაიწყო. "მამუშკა“ რეგიონის კულინარიის შესახებ გამოცემული წიგნია, რომელიც გასულ წელს დაიბეჭდა. წიგნის გამოცემის შემდეგ, ოლია წამყვანი ხმა გახდა, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოსა და აზერბაიჯანშიც, - ქვეყნებში რომლებმაც ბავშვობაში მასზე დიდი გავლენა მოახდინეს.

"ქართული ნატურალური ღვინო შესანიშნავია", - ამბობს ოლია. თბილისში ოლიამ ქართული სუფრა აღმოაჩინა. სუფრა ქართული დღესასწაულია, სადაც მეგობრები და უცნობები სადღეგრძელოებს ამბობენ. გრძელ მაგიდაზე ღვინისა და ჭაჭის უამრავ ბოთლთან ერთად, ხაჭაპური და ხინკალია წარმოდგენილი", - წერს WSJ.