Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Wall Street Journal: მოგზაურობა საქართველოში, ყოველთვის მეტაბოლური გამძლეობის ტესტია

57076fcddf68e
BM.GE
08.04.16 12:44
1173
The Wall Street Journal-ი საქართველოს შესახებ, ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით - "საქართველო მომავალი ღვინის მიმართულება". სტატიის ავტორი მის კახეთში მოგზაურობას აღწერს და წერს რომ საქართველოში მოგზაურობა "მეტაბოლური გამძლეობის ტესტია".
 
"როგორც მითხრეს ნაბახუსევზე არ უნდა მენერვიულა, რადგან ქართულ ქვევრის ღვინოს მსგავსი ეფექტი არ აქვს", - წერს ავტორი, რომელსაც მასპინძლობა კახეთში არსებული სასტუმროს მენეჯერმა, ელდარ რამიშვილმა გაუწია. ავტორი წერს, რომ ქართული წითელი ღვინო იმდენად მუქია რომ მას შავს უწოდებენ.

"ათასობით წლის განმავლობაში, კახეთში მეღვინეობა საოჯახე საქმე იყო. დღესაც საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან, რომელიც კახეთიდან 60 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ნათესავები უქმეებზე, 5 ლიტრიანი ჭურჭლით მოდიან, რომ საკუთარი სახლის რეზერვები გაავსონ", - ვკითხულობთ სტატიაში.

ასევე, ავტორი აღნიშნავს, რომ კახეთში მეღვინეობა საოჯახო საქმიდან კომერციულ საქმიანობად იქცევა. ავტორი საქართველოს კლიმატს სამხრეთ საფრანგეთისას ადარებს და ამბობს, რომ საქართველო ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი მიმართულებაა.

სტატიის ავტორი კახეთში მოგზაურობის ბოლო დღეს თელავის ბაზარში იმყოფებოდა, რომელთან დაკავშირებითაც ის შემდეგს წერს: "ბაზარში ქალები წითელ პომიდორს, მამაკაცები კი სახლში დამზადებულ ქვევრის ღვინოს, ყველთან ერთად ყიდიან. ორმა მამაკაცმა დამიძახა "ტურისტი ხარ?" და მაშინვე ჭაჭა შემომთავაზეს. მასპინძელმა ჭაჭა ტრადიციული ქართული მეთოდით დალია - "ახალ მეგობრობას და საქართველოს გაუმარჯოს".