Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ვენესუელური ნავთობის ფასი 4-ჯერ შემცირდა და ბარელზე 30 დოლარამდე დაეცა

56792cf623dab
BM.GE
22.12.15 14:30
1194
ვენესუელური ნავთობის ფასი 1.5 წელში 4-ჯერ შემცირდა და ბარელზე $30-მდე დაეცა, რამაც ეს სამხრეთ ამერიკული ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზე მიიყვანა.

კრიზისამდე, ნავთობზე მოდიოდა საექსპორტო შემოსავლების 95%. ნავთობი უზრუნველყოფდა მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედს და ბიუჯეტის შემოსავლების ნახევარს. ახლა ვენესუელაში ნაკლები ფული შედის. სწრაფად უფასურდება ეროვნული ვალუტა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს ინფლაცია ქვეყანაში 159% იქნება. ეს ფასების ზრდის ყველაზე მაღალი ტემპია მსოფლიოში და ექსპერტების პროგნოზით, ის მომავალ წელს 200%-მდე დაჩქარდება. ამ კონტექსტში, ქვეყნის მოქალაქეებმა, 6 დეკემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, პრეზიდენტი მადურო, საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე დატოვეს. ეკონომიკურ კრიზისს, ახლა პოლიტიკურიც დაემატა. ისევ სავალუტო ფონდის პროგნოზით, ნავთობიდან შემოსავლების შემცირების გამო, წელს ვენესუელის ეკონომიკა 10%-ით შემცირდა, ხოლო მომავალ წელს - 6%-ით.