Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ვახტანგ ბუცხრიკიძე: DEG-ის მიერ "თიბისი ბანკის" აქციების გაყიდვა ნორმალური ქმედებაა

56666d5f817ac
BM.GE
08.12.15 09:38
1517
"გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების საზოგადოების (DEG) მიერ “"თიბისი ბანკის" აქციების გაყიდვა ნორმალური ქმედებაა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი 15 წლის განმავლობაში ფლობდა წილს ბანკის კაპიტალში", - ასეთია "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასება, რომელიც მან "ბიზნესკონტაქტთან" საუბარში გააკეთა.

შეგახსენებთ, "დე-ე-გემ" საკუთარი 3.6-პროცენტიანი წილი თიბისი ბანკის სააქციო კაპიტალში 26 ნოემბერს გაყიდა. არსებული ინფორმაციით აქციები ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა დიდი ბრიტანეთიდან და კონტინენტური ევროპიდან შეიძინეს. "დე-ე-გე" თიბისი ბანკის აქციონერი ოთხ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს შორის ერთ-ერთი იყო 1999 წლიდან. მის მიერ "თიბისი ბანკის" აქციების გასხვისების შემდეგ, საერთაშრორისო საფინანსო ინსტიტუტები თიბისი ბანკში აქციების დაახლოებით 23 პროცენტს ფლობენ.