Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვატო ლეჟავა: ეკონომიკური ზრდის პარალელურად, ათასობით ახალ ურბანულ მოსახლეს უნდა ველოდეთ

572896e803f09
BM.GE
03.05.16 16:15
1013
სტატისტიკის სამსახური 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში 3 713 804 ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 2 122 000 კაცს, ხოლო სოფლის მოსახლეობა - 1591 000 კაცს.
 
სასოფლო დასახლებებში მოსახლეობის კლებამ 23,7 პროცენტი, ხოლო ქალაქის მოსახლეობის კლებამ 7,1 პროცენტი შეადგინა.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობამ 1 108 717 კაცი შეადგინა, რაც წინა აღწერასთან შედარებით 2,5 პროცენტით მეტია.

თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი ვატო ლეჟავა ამბობს, რომ ქვეყანაში ურბანიზაციის მაჩვენებელი შესაძლოა გაცილებით ნაკლები იყოს, ვიდრე აღნიშნული ციფრებიდან ჩანს. ლეჟავას მაგალითად ის დასახლებები მოჰყავს, რომლებიც ქალაქად ითვლება, თუმცა იქ მხცოვრები მოსახლეობის უმეტესობა სოფლის მეურნების სფეროშია დასაქმებული.

"ურბანიზაციის ხარისხის და დონის შეფასებისას გასათვალისწინებელია ქვეყნის რეალობა. მოსახლეობის ნაწილი, რომელიც დღეს საქართველოში ურბანულად ითვლება სხვა კლასიფიკაციით შესაძლოა ურბანულად არც ჩაითვალოს. ეს ციფრი შესაძლოა უფრო დაბალიც იყოს. მაგალითდ ონის მოსახლეობა რომელიც რამდენიმე ათასია, ითვლება ქალაქის მოსახლეობად, მაგრამ დაკავებულია სოფლის მეურნეობით", - განაცხადა ლეჟავამ. მისივე თქმით, ეკონომიკური განვითარება იწვევს შრომის ეფექტურობის ზრდას და ქალაქებში მიგრაციას. ლეჟავა ამბობს, რომ ეს გარდაუვალი პროცესია, რომელიც თითქმის ყველა ქვეყანამ გაიარა.

"ურბანიზაცია არსებობს ორი ტიპის: მონოცენტრული და პოლიცენტრული. ჩვენი საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე გვაქვს მონოცენტრული ურბანიზაცია და მისი ყველაზე დიდი წილი მოდის თბილისზე.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ავტორიტარული წარსულის მქონე ქვეყნებში მოსალოდნელია, რომ დედაქალაქი 25%-ით მეტი იყოს ვიდრე ლიბერალური გარემოს შემთხვევაში. იმედია მომავალში საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება და ამასთან ერთად ურბანიზაციის პროცესი დაჩქარდება.

რამოდენიმე ასეულ ათასს ურბანულ მოსახლეს უნდა ველოდოთ მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდის პარალელურად. უნდა მოხდეს ხელისფლების დეკონცენტრაცია. ის რომ პარლამენტი ქუთაისშია, უზენაესი სასამართლო კი ბათუმში ამის ნაწილია. უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა და სერვისების მიღება უნდა იყოს ადვილი, იაფი და მოხერხებული. ასევე ბიზნეს კლიმატი თანაბრად უნდა იყოს განვითარებული ყველგან: მათ შორის სასოფლო დასახლებებში", - განაცხადა ლეჟავამ.