Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვაშინგტონში პირველი ქართული რესტორანი იხსნება

598c85df2568d
BM.GE
12.08.17 11:00
925
ვაშინგტონში პირველი ქართული რესტორანი Supra იხსნება. გამოცემა washingtonian.com წერს, რომ ქართული ღვინო უკვე დიდი ხანია ამერიკელებში პოპულარობით სარგებლობს, თუმცა აქამდე ვაშინგტონში ქართული რესტორანი არ ფუნქციონირებდა და ქართული კერძების ნაწილის დაგემოვნება მხოლოდ რამდენიმე საკვებ პუნქტში იყო შესაძლებელი.

რესტორანის მფლობელი ჯონათან ნელმსი წარმოშობით ქართველი არაა, თუმცა ის კარგად იცნობს საქართველოს და ქართულ სამზარეულოს. მან პირველი ქართველი მეგობარი 1989 წელს შეიძინა, როდესაც მის კოლეჯში სასწავლებლად ქართველი სტუდენტი ჩავიდა. მოგვიანებით მას მივლინებით მოსკოვში მოუწია გადასვლა, სადაც ქართულ სამზარეულოს გაეცნო.

რესტორნის მზარეული მალხაზ მაისაშვილი იქნება, რომელიც მანამდე საქართველოს საელჩოში მუშაობდა.

ქართული რესტორნის მენიუში შევა ხაჭაპური, ხინკალი, ჩაქაფული და სხვა ტრადიციული ქართული კერძები.

რესტორნის გახსნა შემოდგომაზე იგეგმება.