Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვალიშვილი არ გამორიცხავს, რომ "გაზპრომმა" ტრანზიტის საფასურის მონეტიზაციის საკითხი მომავალშიც დააყენოს

570635381dab2
BM.GE
07.04.16 14:21
1219
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი არ გამორიცხავს, რომ "გაზპრომმა" ტრანზიტის საფასურის მონეტიზაციის საკითხი მომავალშიც დააყენოს. როგორც ვალიშვილმა "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა, რუსეთთან უცვლელი პირობები ძალაში წლის ბოლომდე რჩება.
 
"ეს პირობა რაც რუსეთს უნდოდა, შეიძლება კიდევ ბევრჯერ დადგეს. ძალიან იშვიათია, რომ ქვეყანა სატრანზიტო მომსახურების გადასახადს იღებდეს ნატურით.

არ გამოვრიცხავ რომ ეს საკითხი კიდევ დადგეს დღის წესრიგში, - შემდეგი წლისთვისაც იქნება მოსალაპარაკებელი ეს თემა, განხილვას წინ არაფერი უდგას, მაგრამ მნიშვნელოვანია სარგებლიანობის თემა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ გაზპრომთან გასაფორმებელი ხელშეკრულების საბოლოო ტექსტი შეათანხმა, რომლის მიხედვითაც, წლის ბოლომდე საქართველო ბუნებრივი აირის ტრანზიტიდან ისევ 10%-ს მიიღებს ნატურით.