Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

USAID-ის სამი გრანტი საქართველოსთვის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით დაიხარჯება

56bd779f9a9a4
დავით ჯალაღონია
12.02.16 10:07
1017
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამი გრანტი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით დაიხარჯება.
 
საგრანტო პროექტების განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში მიმდინარეობს.

როგორც "ბიზნესკონტაქტს" ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განუცხადა, საერთო ჯამში, დაახლოებით 20 მილიონი დოლარი სოფლის მეურნეობას, მრეწველობას, სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე განათლებას მოხმარდება.

"ორი ხელშეკრულება გასული წლის დეკემბერში გაფორმდა, ხოლო ერთი - მიმდინარე წლის იანვარში. ჯამში სამივე ხელშეკრულების ფარგლებში დაახლოებით 20 მილიონი დიოლარის ოდენობის გრანტია გამოყოფილი, რომელიც 2016-2020 წლებზეა გაწერილი, თუმცა წინასწარი მოლაპარაკებებით ყოველწლიურად გაიზრდება და ჯამში, დაახლოებით 80 მილიონი დოლარის ოდენობით იქნება გამოყოფილი საქართველოსთვის", - განაცხადა კაკაურიძემ.