Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესები 1 სექტემბრიდან ამოქმედდება

572c92662707d
BM.GE
06.05.16 16:44
970
საქართველოს საჰაერო სივრცეში უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირებისა და მათი მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივით, კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მიზანს, უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგულირების და მონიტორინგის აუცილებლობის, ასევე მათი პოტენციალის გამოყენების თაობაზე ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

შეხვედრაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ წარმოადგინა პრეზენტაცია უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირების მოწესრიგებასთან დაკავშირებით მის მიერ განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი საქმიანობის ირგვლივ. სააგენტოს ინფორმაციით, უწყებამ უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების მიღება 2016 წლის 1 სექტემბრიდან უნდა უზრუნველყოს.

ნორმატიული აქტით განისაზღვრება ის აუცილებელი უსაფრთხოების ნორმები, რომელთა დაცვაც უნდა უზრუნველყოს უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელებმა/ოპერატორებმა, იმისათვის, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში მათმა ოპერირებამ არ შეუქმნას საფრთხე სამოქალაქო თუ სხვა დანიშნულების საჰაერო ხომალდებს, ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. წესი ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს კონცეფციას („EASA Regulatory Framework for the Operation of Drones“) დაეყრდნობა, რომელიც უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირების საფეხურეობრივ რეგულირებას გულისხმობს. აღნიშნული მოდელი დრონების ღია, სფეციფიკურ და სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ კატეგორიებად კლასიფიცირებას ითვალისწინებს, რაც ვალდებულებების პროპორციულად გავრცელების წინაპირობას ქმნის.