Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

უკრაინა ირანული ნავთობის იმპორტს ზრდის

598c86de1395b
BM.GE
12.08.17 12:00
794
მიმდინარე წლის ივლისში უკრაინამ ირანისგან 5.44 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი შეიძინა. ქვეყანამ ირანიდან ნავთობის იმპორტი ივნისში დაიწყო და ამ პერიოდში 236,000 აშშ დოლარის ნავთობის იმპორტი განახორციელა. შესაბამისად, ივლისის თვის მიწოდება დაახლოებით 23-ჯერ გაიზარდა. მანამდე უკრაინას ყველაზე დიდი რაოდენობის ნავთობი აზერბაიჯანიდან შეჰქონდა.

გასულ წელს უკრაინამ 176 000 აშშ დოლარის ნავთობის იმპორტი განახორციელა რუსეთიდან. ქვეყანაში ქვანახშირის ექსპორტიორ-ლიდერად კვლავ რუსეთი რჩება. ქვეყნაში შეტანილი ქვანახშირიდან 51,76% რუსეთზე მოდის.