Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უფასო WiFi სკოლებში - Microsoft-ის პროგრამა საქართველოში

59c902cbd92de
სალომე მეცხვარიშვილი
28.09.17 14:45
1307
Microsoft-ის მხარდაჭერით საქართველოს 32 სკოლაში Wifi უფასოდ დაინერგა. "მაიკროსოფტ საქართველოს" გენერალური დირექტორის ნიკოლოზ დობორჯგინიძის ინფორმაციით, პროექტი სრულად კომპანიის დაფინანსებით განხორციელდა და სამინისტრომ მასზე მუშაობა 20 აგვისტოს დაასრულა.
უფასო ინტერნეტით აღიჭურვა თბილისის და რეგიონების სკოლები.

ნიკოლოზ დობორჯგინიძის განცხადებით, სკოლები განათლების სამინისტროსთან ერთად აარჩიეს. პროექტში ისეთი სკოლები მოხვდნენ, რომლებიც ძნელი მისადგომი იყო, რის გამოც ინტერნეტის მიყვანა გარკვეულ პროებლემებთან იყო დაკავშირებული.

კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ინტერნეტთან ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს.