Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უცხოელი სტუდენტების ნაწილი სწავლას ფინანსური დავალიანების გამო ვერ აგრძელებს

5a84187659536
მეგი კავთუაშვილი
14.02.18 15:05
783
გასულ წელს, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. ოფიციალური სტატისიტიკით, აქტიური სტუდენტების რაოდენობამ 9 439 შეადგინა. ხოლო სტუდენტის სტატუსი 3 339 უცხოელს შეუჩერდა.

2017 წელს უცხოელი სტუდენტები საქარველოს 58-მა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო. მათგან ყველაზე მეტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს (1 612 უცხოელი სტუდენტი). სტუდენტების სიმრავლით მეორე ადგილზეა „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ (943 უცხოელი სტუდენტი), მესამე ადგილს კი „საქართველოს უნივერსიტეტი“ იკავებს 924 უცხოელი სტუდენტით.

„საქართველოს უნივერსიტეტი“ 2017 წელს სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობითაც ლიდერობს. ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს აღნიშნული უნივერსიტეტის 463 უცხოელ სტუდენტს შეუჩერდა სტატუსი. მცირედით ჩამორჩება „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სტატუსშეჩერებული უცხოელი სტუდენტების რაოდენობა (372), მესამე ადგილზე კი „საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტია“ 361 სტუდენტის შეჩერებული სტატუსით.

როგორც BM.GE-ს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან აცნობეს, სტატუსის შეჩერების ყველაზე ხშირი მიზეზი ფინანსური დავალიანებაა.