Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Uber-ი ნიუ-იორკელ ტაქსის მძღოლებს, მიყენებული ზარალისთვის თანხას დაუბრუნებს

5929712ab53f2
BM.GE
27.05.17 16:25
926
Uber Technologies Inc-ის დეველოპერებმა განაცხადეს, რომ კომპანია საკომისიოს ზომას არსწორად ითვლიდა, რის შედეგადაც ნიუ-იორკელმა ტაქსის მძღოლებმა, რომლებიც მათთან მუშაობდნენ ათეულობით მილიონი აშშ დოლარი დაკარგეს. მძღოლების შცდომაში შყვანისთვის კომპანიას ბრალი ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) წაუყენა.

კომპანიამ პირობა დადო, რომ გაანგარიშების წესს შეცვლიდა და მძღოლებს დაკარგულ მოგებას მთლიანად აღუდგენდა, - წერს The New York Times.

Uber-ი აღნიშნავს, რომ საკომისიოს მგზავრის გადახდილი თანხიდან იღებდა მაშინ, როდესაც მას მთლიანად გადასახადებიდან პროცენტული ანაზღაურება უნდა მიეღო.

მაგალითად, თუ თუ მგზავრი მომსახურებაში 20 აშშ დოლარს იხდიდა, აქედან 2 აშშ დოლარი გადასახადის ანგარიშზე მოდის. კომპანია საკომისიოს აღნიშნული 20 აშშ დლარიდან ითვლიდა, თუმცა მას ეს როგორც წესი 18 აშშ დოლარიდან უნდა დაეთვალა.

აღსანიშნავია, რომ Uber-ი ნიუ-იორკში 50 ათასზე მეტ მძღოლთან მუშაობს.

’’ჩევენ ვეცდებით, თითოეულ მძღოლს თავისი კუთვნილი თანხა რაც შეიძლება მალე გადავუხადოთ“-ნათქვამია Uber-ის განცხადებაში.

საშუალოდ კომპანია თითოეულ ტაქსის მძღოლს 900 აშშ დოლარს დაუბრუნებს.