Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თხილი 8,1%, ღვინო 4,3% - საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის ათეული

5677c2b32a117
BM.GE
21.12.15 13:11
1216
2015 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1380 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (725 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (675 მლნ. აშშ დოლარი).
 
საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-ნოემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 240 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 12 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 186 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 167 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა. ღვინის წილი მთლიან ექსპორტში 4,3 პროცენტამდეა შემცირებული. თხილის ექსპორტს კი 8,1 პროცენტი უჭირავს. სამკურნალო საშუალებების ექსპორტს, მთლიან მოცულობაში 6 პროცენტი უკავია, მინერალურ წყლებს 3,6, ხოლო სპირტიან სასმელებს 2,9 პროცენტი. საქართველოდან ნედლი ნავთობის ექსპორტს 4 პროცენტი უკავია, აზოტოვან საქონლებს კი 5,3 პროცენტი. 

რაც შეეხება იმპორტს, - უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-ნოემბერში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 608 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფი ასევე 587 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 415 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).