Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Twitter-ი ახალ ფუნქციაზე მუშაობს

56f2a9e2c3f09
BM.GE
23.03.16 18:33
1352
სოციალური ქსელი Twitter-ი მიკრობლოგის მომხმარებლებისთვის ახალ ფუნქციას ამუშავებს. ახალი ფუნქცია შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს გამოსახულება გამოქვეყნებამდე ე.წ სტიკერებით დამუშავდეს. ახალი ფუნქცია მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს გამოსახულებას სხვადასხვა დეტალი დაამატოს. ყველაზე საინტერესო მახასიათებელი, როგორც შემქმნელები ფიქრობენ იქნება ის, რომ მომხმარებლები მთელი მსოფლიოდან შეძლებენ ცვლილებების შეტანას კონკრეტულ გამოსახულებაში.

ამავე დროს Twitter-ი შესთავაზებს მომხმარებელს საკუთარ ბაზას, იმისთვის რომ პუბლიკაციები განსხვავებული ინტერპრეტაციებით გამოქვეყნდეს. ამ დროისათვის ე.წ სტიკერების გამოყენების სერვისი ტესტირების რეჟიმშია.

"ჩვენ ყოველთვის ვეძებთ პოტენციალს, რათა Twitter-ი გავხადოთ უფრო შთამბეჭდავი", - განაცხადა სოციალური ქსელის წარმომადგენელმა გამოცემა Recode-თან საუბრისას.