Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თვითმფრინავების მწარმოებელი Airbus-ი ირანულ ბაზარზე დაბრუნებას გეგმავს

56975a7978f17
BM.GE
14.01.16 12:18
1179
Financial Times კომპანიის სამგზავრო განყოფილების ხელმძღვანელზე ფაბრსია ბერჟიეზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავების მწარმოებელი Airbus-ი ირანულ ბაზარზე დაბრუნებას გეგმავს.
 
“ჩვენ რამდენიმე კონტრაქტს ვაფორმებთ", - განაცხადა მან გამოცემასთან. “ეს პოტენციურად ძალიან დიდი ბაზარია Airbus-სთვის და ჩვენი კონკურენტებისთვის“.

როგორც ბერჯიე აღნიშნავს ჯერ შეთანხმების პიროებებზე მოლაპარაკებები გრძელდება.

“ჩვენ დამოკიდებულები ვარ საერთაშორისო მოლაპარაკებებზე. ჩვენ არანაირი მიზეზი არ გვაქვს საერთოდ არ განვიხილოთ კომპანიის მომსახურება ამ მიმართულებით ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის’’.

ამავე დროს კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ საერთაშორისო წესებს Airbus-ი ზედმიწევნით იცავს. "იმ შემთხვევაში თუ ბირთვული შეთანხმება ისე წარიმართება, როგორც დაგეგმილია, მომდევნო რამდენიმე კვირაში ჩვენ შევძლებთ სანქციების მოხსნას და კომერციული გარიგებების წარმოებას".

ირანული ადგილობრივი გამოცემა Tehran Times დეკემბერში წერდა, რომ ირანი მომდევნო 5 წელში 450 თვითმფრინავის შეძენას გეგმავს. მათგან 400 თვითმფრინავი მაგისტრალური იქნება და 50 რეგიონული. ამავე დროს, საგზაო და საქალაქო განვითარებსი სამინისტროს ხელმძღვანელი აბბას ახუნდინი აცხადებს, რომ ნოემბერში ვერ შეძლებს ასეთი მასშტაბური შესყიდვის განხორცილებას.

მოქმედი სანციების გამო, გადამზიდავები შეზღუდულები იყვნენს თვითმფრინავების შესყიდვაზე რომელთა ასაკიც 20-30 წელი იყო. Airbus და Boeing ასევე შეეძლოთ ირანისათვის თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილები მიეწოდებინათ.