თურქეთის უმსხვილესი მობილური ოპერატორი, TeliaSonara-ს წილების შესაძენად განაცხადს აკეთებს. გამოცემა "ბლუმბერგის" ცნობით, Turkcell-ი გეგმავს, Fintur Holdings-ის 58,88 პროცენტი შეიძინოს. Fintur Holdings-ი აზერბაიჯანში, ყაზახეთში, საქართველოსა და მოლდოვაში ოპერირებს და წილს ფლობს "ჯეოსელში". აქამდე თურქული ოპერატორის წილი FinTur-ში 41 პროცენტი იყო.
თავის მხრივ TeliaSonera-მ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Fintur-ის აქციებით რამდენიმე ოპერატორია დაინტერესებული, მათ შორის TurkCell-იც. შეგახსენებთ, რომ "თელიასონარამ" ევრაზიიდან გასვლის შესახებ განცხადება გასულ წელს გააკეთა. შვედური ოპერატორი TurkCell-ის აქციების 38 პროცენტს ფლობს.
Fintur–ის მფლობელები ამ ეტაპზე თურქული მობილური ოპერატორი Turkcell (41.45%) და Teliasonera (58.55%) არიან.
Fintur–ის მფლობელები ამ ეტაპზე თურქული მობილური ოპერატორი Turkcell (41.45%) და Teliasonera (58.55%) არიან.