Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თურქეთის რეფერენდუმის შემდეგ ინვესტორები ცვლილებებს ელოდებიან - "ერდოღანმა ახლა ინვესტორები უნდა გადაიბიროს"

58f60da0c4d04
BM.GE
18.04.17 17:37
1157
"თურქეთის პრეზიდენტმა ახლა ინვესტორები უნდა გადაიბიროს" - ამ სათაურით სტატიას CNN Money აქვეყნებს. მას შემდეგ, რაც თურქეთში რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის მიხედვითაც თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბდება, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მოუწევს, მოსახლეობის შემდეგ ინვესტორებიც დაარწმუნოს.

როგორც Commerzbank-ის ხელძღვანელმა განაცხადა, ისინი ბაზარზე ცვლილებებს ელოდებიან, განსაკუთრებით იმ ადამიანების გამო, რომლებმაც რეფერენდუმში ხელისუფლების ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.

Societe Generale-ის წარმომადგენლის თქმით კი, ისინი დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას, თუ როგორ პოლიტიკას გაატარებს ხელისუფლება ცვლილებების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში რეფერენდუმის შემდეგ ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებები შედის, რის შემდეგაც ქვეყანა სრულად საპრეზიდენტო მმართველობაზე გადადის. პრეზიდენტს უფლება ენიჭება გამოსცეს განკარგულებები, რომლებსაც კანონის ძალა ენიჭებათ.