Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თურქეთის ელჩი: საქართველოს სახით, ჩვენ ვიძენთ სანდო პარტნიორს, რომელიც ელექტროენერგიას მოგვაწვდის

56c0588043bbf
ელენე ჩომახიძე
14.02.16 14:32
1086
"მნიშვნელოვანია მეტი თურქული ინვესტიციის არსებობა საქართველოს ენერგო სექტორში“, - აცხადებს თურქეთის ელჩი საქართველოში, ზექი ლევენთ გურმუქჩუ "ბიზნესკონტაქტთან" ინტერვიუში. ელჩის თქმით, საქართველოში 10-მდე თურქული კომპანია მოღვაწეობს ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით.
 
"ჩვენ უკვე დავიწყეთ ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოდან თურქეთში. მთლიანობაში 10-ზე მეტი პროექტია რომელშიც თურქულმა კომპანიებმა, განახორციელეს ინვესტიციები. ზოგადად საქართველოს ენერგო სექტორში ინვესტირება ორმხრივად მომგებიანია - ერთი მხრივ ვითარდება ეს სფერო საქართველოში, ხოლო მეორე მხრივ ჩვენ ვიძენთ სანდო პარტნიორს რომელიც ელექტროენერგიას მოგვაწვდის. თურქეთის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა კი ამ ზრდის პირდაპირპროპორციულია, ამიტომ გვჭირდება ზუსტად საიმედო პარტნიორი და საქართველო უპირობოდ ამ პარტიონების სათავეშია . ზოგადად ელექტროენერგია არამხოლოდ ეკონომიკური თავლსაზრისით არამედ პოლიტიკური თავლსაზრისითაც ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული სფეროა თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ელჩმა.