Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ტურიზმის საერთაშორისო უნივერსიტეტი - Vatel-ში ჩაბარების პირობები

59df34cc3b8dd
სალომე მეცხვარიშვილი
12.10.17 13:40
1228
თბილისში სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტი Vatel გაზაფხულზე გაიხსნება,- ამის შესახებ "საქმის კურსს" პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი კომპანიის "ბლოკ ჯორჯიას" ხელმძღვანელმა თორნიკე ჯანაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამჟამად უნივერსიტეტი ავტორიზაციის პროცესს გადის. სასწავლებელი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის(სეუ-ს) ბაზაზე იფუნქციონირებს.

თორნიკე ჯანაშვილი აცხადებს, რომ სასწავლებელში მიღება წელიწადში სამჯერ იქნება შესაძლებელი, რამდენადაც Vatel-ს ასეთი პრაქტიკა აქვს. პირველი მიღება, შესაძლოა, თებერვლიდანვე დაიწყოს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უნივერსიტეტი ყველა პროცედურის გავლას მოასწრებს. თორნიკე ჯანაშვილი ვარაუდობს, რომ პირველ ეტაპზე სტუდენტები შესაძლოა, მობილობით, სხვა უნივერსიტეტებიდან მიიღოს.

კიდევ ერთი პირობა, რაც უნივერსიტეტში მისაღებად აუცილებელია, ინგლისური ენის ცოდნაა. "ბლოკ ჯორჯიას" ხელმძღვანელის თქმით, სწავლება სრულად ინგლისურ ენაზე იქნება, ამიტომ ეს მოთხოვნა შესასრულებლად აუცილებელია. სტუდენტებს, რომლებსაც შესაბამისი უნარები არ ექნებათ, შესაძლებლობა ექნებათ, გადამზადება ადგილზევე გაიარონ.

სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტი Vatel სეუ-ს არსებულ კამპუსში განთავსდება, სეუ კი თავის მხრივ ახალ კამპუსში გადაინაცვლებს, რომელიც გვერდით, იმავე ლოკაციაზე შენდება.