Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსი: 2017 წელი იქნება ახალი რეკორდების წელიწადი

592ead7ae9bfa
სალომე მეცხვარიშვილი
01.06.17 17:27
1086
"2017 წლის პირველი 4 თვის მონაცემები გვაძლევს საშუალებას, რომ თამამად ვივარაუდოთ, 2017 წელი იქნება ახალი რეკორდების წელიწადი",- ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს.

მისი თქმით, 2016 წელი რეკორდული იყო როგორც ტურისტების რაოდენობის მხრივ, ისე შემოსავლების მხრივ, რომელიც ქვეყანაში უცხოელი ტურისტების მხრიდან შემოვიდა. ჩოგოვაძის განცხადებით, წელს ტურისტების რიცხვი 7 მილიონამდე გაიზრდება.

"საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში დინამიკურად იზრდება ტურისტების რაოდენობა და ეს გახლავთ იმის შედეგი, რომ საქართველოს მთავრობას გააჩნია სწორი ხედვა ტურიზმის განვითარების მიმართულებით",- აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.