28.Dec.2015 15:12
Cryptocurrencies

თსუ-ში Fab Lab-ის ახალი ლაბორატორია გაიხსნა

თსუ-ში Fab Lab-ის ახალი ლაბორატორია გაიხსნა
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინოვაციური სამრეწველო ლაბორატორია Fab Lab-ი გაიხსნა. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიზნეს ინკუბატორის წითელი ლენტი, სიმბოლურად, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ გაჭრეს.
 
დავით ნარმანიას განცხადებით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება.

„ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგ, ჩვენ, ეს პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც დავგეგმეთ. მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ლაბორატორია, რომელიც უახლეს მიღწევებზე არის დაფუძნებული, ერთის მხრივ, დაეხმარება სტუდენტებს, რომ აიმაღლონ კვალიფიკაცია და პრაქტიკულად ნახონ ის, რასაც სხვაგან ვერ ნახავენ, ხოლო მეორეს მხრივ, ეს იქნება ისეთი პროექტი, რომელიც შეინახავს თავის თავს, ანუ გარკვეულწილად, მცირემეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტიც არის ამ ყველაფერში შემოტანილი. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიის „მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრიც“ ჩავრთეთ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდთან“ ერთად ამ პროექტში და შეიქმნა ძალიან კარგი კონცეფცია, რომელიც, უდაოდ, წარმატებული იქნება. აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანებმა, ვინც აქ უნდა იმუშაონ და სტუდენტებს ასწავლონ, უკვე გაიარეს შესაბამისი გადამზადების კურსები, ასე რომ, მომდევნო წლის პირველი იანვრიდან აღნიშნული ლაბორატორია ფუნქციონირებას დაიწყებს და სტუდენტებს კიდევ ერთი ახალი, მნიშვნელოვანი პროექტი შეემატებათ“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ინოვაციური ლაბორატორია Fab Lab-ი უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი, მათ შორისაა: 3D პრინტერები, 3D სკანერები, UV პრინტერი, ლაზერის მჭრელი, საშრობი მანქანა და ა.შ. სამრეწველო ლაბორატორიის საშუალებით შესაძლებელია ნივთების დამზადება, კვლევების ჩატარება, მაკეტების შექმნა და სხვადასხვა სახის სამუშაოების წარმოება, მაგალითად, ღონისძიებების ჩასატარებლად საჭირო დეკორაციული მაგიდების, დეკორაციული ინტერიერისა თუ ექსტერიერის შერჩევა. ამასთან, Fab Lab-ში დამწყები მეწარმეებისთვის ბიზნეს ტრენინგები გაიმართება, ლაბორატორიის სტუმრებს კი ბიზნესის განვითარების მიმართულებით კონსულტაციებს Fab Lab-ის თანამშრომლები გაუწევენ.

ახალი ლაბორატორიის პრეზენტაციაზე „ტექნოლოგიური განვითარების ფონდსა“ და „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.

ინოვაციური სამრეწველო ლაბორატორიის გახსნაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“.



26.Oct.2018 14:14
145

Bitfury May Hold First EU Crypto IPO

More
10.Oct.2018 10:51
351

Bitfury Launches New Enterprise Grade Bitcoin Mining Server

More
12.Sep.2018 15:38
264

Crypto Miner Bitfury Is Using Magic Baths to Keep Machines Cool

More
17.Jul.2018 14:51
426

Million-Dollar Box Conjures Up a Fortune for Bitcoin Visionary

More
29.May.2018 21:31
1010

Georgian Blockchain Startup Receives $1m Investment from Silicon Valley

More
23.May.2018 16:00
343

New Blockchain Service - Million Transactions per Second

More