Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა

598c8dc30b8d4
BM.GE
12.08.17 16:00
707
აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეიტინგი მისი 200 დღიანი პრეზიდენტობის შემდეგ, რეკორდულად დაბალ ნიშნულზე - 38%-ზე დაეცა, - ამის შესახებ CNN SSRS-ის გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს. ტრამპის პრეზიდენტობით უკმაყოფილებას გამოკითხულთა 56% აფიქსირებს. წინა გამოკითხვების მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტის მოწონების რეიტინგი 44% იყო, ხოლო 54% არ იწონებდა მის საქმიანობას. მსგავსი რეიტინგი მხოლოდ ბილ კლინტონს ჰქონდა, როდესაც 1993 წელს 200 დღიანი პრეზიდენტობის შემდეგ გამოკითხულთა მხოლოდ 44% იწონებდა მის საქმიანობას. ამასთან, რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერების მხოლოდ 59% იწონებს ტრამპის საქმიანობას, მაშინ როცა 2017 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 73% იყო. დემოკრატების მხარდამჭერებს შორის ტრამპის პრეზიდენტობას დადებითად 80% აფასებს.