Home
Category
TV Live Menu
Loading data...

TOA: საქართველოს მოსახლეობა შესაძლოა საერთაშორისო შემომავალი ზარების გარეშე დარჩეს

58edb9b22ae88
BM.GE
12.04.17 09:22
1147
 "ჯეოსელმა", "მობიტელმა" და "მაგთიკომმა" „საერთაშორისო  ზარების“ შემომტან ტრანზიტულ ოპერატორებს, 2017 წლის 12 აპრილიდან არსებული
ურთიერთჩართვის (კავშირის) შეწყვეტის შესახებ აცნობეს. სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ინფორმაციით,  ზემოთ აღნიშნული კომპანიები უგულებელყოფენ მარეგულირებელი კომისიის მიერ, ბაზრის რეგულირების მიზნით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიებისთვის  დაკისრებულ სპეციფიკურ, კონკურენციის უზრუნველმყოფ ვალდებულებებს.

"კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კრძალავს ურთიერთჩართვის შეზღუდვას  ან მარეგულირებელი კომისიის თანხმობის გარეშე გათიშვას. აღნიშნული ფაქტის  მიუხედავად, ზემოთ აღნიშნულ ოპერატორებს მარეგულირებელი კომისიისთვის არ  მიუმართავთ და დამოუკიდებლად აპირებენ კომუნიკაციების ბაზრის ძირითადი პრინციპის
„აბონენტთა შორის კავშირის არ შეწყვეტის“ დარღვევას. კომპანიების აღნიშნული ქმედება  სცდება არა მხოლოდ კანონის მოთხოვნებს, არამედ ყოველგვარ მორალურ პრინციპებსაც და  მიზნად „ტრანზიტული ოპერატორების“ სრულ ლიკვიდაციას და ბაზრიდან გაძევებას
ისახავს.

მიმდინარე თვის 13 აპრილს, მარეგულირებელი კომისიის მიერ აღნიშული ოპერატორების  სანქციების მიზნით დანიშნულია სხდომა. მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებების  შეუსრულებლობის (კომისიას სანქცირების პროცედურა 2 მარტს უნდა დაეწყო, მაშინ,  როდესაც მონოპოლისტმა ოპერატორებმა არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულება და 1  მარტს არ გამოაქვეყნეს ახალი შეთავაზებები) და აღნიშნული კომპანიების სანქციების  მიუხედავად, შეუძლებელია მობილური ოპერატორების ქსელში ტრანზიტული  ოპერატორების გავლით ზარები დასრულება, იმ განუკითხაობის გამო, რაც დღეს  კომუნიკაციების სფეროში სუფევს.  მოვუწოდებთ აღნიშნულ კომპანიებს, დაბრუნდნენ კანონის ჩარჩოებში და თავი შეიკავონ  ქმედებებისგან, რომლებიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ მომხმარებელს, საქართველოს
ბაზარს და მის მოთამაშეებს და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს", - განმარტავენ ასოციაციაში.