Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თევზის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა, სავარაუდოდ წლის ბოლოს დასრულდება

56c0453b64dbf
BM.GE
14.02.16 13:12
1003
სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოში თევზის მეურნეობების განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის მზად იქნება.
 
სამინისტროს ცნობით, საქართველოში აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ბალანსზე არსებული ტბორები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო–კვლევით ცენტრს გადაეცეს. მეცნიერები საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში არსებულ ბუნებრივ და ხელოვნერულ წყალსატევებში არსებულ თევზის მარაგებს შეისწავლიან. ტბორებში თევზის წარმოების განვითარებისთვის საჭირო სამეცნიერო კვლევები და სასელექციო–საჯიშე სახეობების გამოყვანა მოხდება, რაც ფერმერებსა და მეწარმეებისთვის თევზის ახალ სახეობებზე და მაღალხარისხიან ლიფსიტაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

წყალსატევებში განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, არსებული მდგომარეობის და საჭიროებების გათვალისწინებით, სპეციალისტები ქართველ ფერმერებს და თევზის მწარმოებლებს თანამედროვე ტექნოლგიების გაცნობასა და დანერგვაში დაეხმარებიან.