Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Tesla Model 3-ის პრეზენტაცია 31 მარტს შედგება

56ebe67b2d6ed
BM.GE
18.03.16 15:27
1225
Tesla-ს ახალი მოდელის Tesla Model 3-ის პრეზენტაცია 31 მარტს შედგება. ამის შესახებ საუბარია მოსაწვევში რომელიც კომპანიამ ჟურნალისტებთან დააგზავნა.
 
Bloomberg წერს, რომ Tesla-ს ხელმძღვანელი და დამფუძნებელი აცხადებდა, რომ ელექტრომობილის მესამე მოდელი 35 ათას დოლარზე ძვირი არ ეღირება, რაც არსებულ ფასებზე ბევრად იაფია. ავტომობილის პრეზენტაცია კალიფორნიის შტატში Tesla Design Studio-ში გაიმართება. პრეზენტაციაზე 800 ადამიანია მიწვეული, მათგან 650 Tesla-ს აქამდე გამოშვებული არსებული ავტომობილების მფლობელია.

Model 3-ის გასაყიდი ვერსია, როგორც მოსალოდნელია 2017 წლამდე წარმოებაში არ გამოვა.