Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Tesla-მ ხარვეზის გამო, 53 000 ელექტრო ავტომობილი ბაზრიდან გაიყვანა

58fc9a2b4d32f
BM.GE
23.04.17 17:00
860
Tesla-მ ავტომობილის მუხრუჭზე ხარვეზის გამო, 53 000 ელექტრო ავტომობილი Model S ბაზრიდან გაიყვანა. ამ ფონზე, კომპანიის ფასიანმა ქაღალდებმა სწრაფი გაუფასურება დაიწყო და $300 ნიშნულს მიაღწია.

CNET-ის ცნობით, პრობლემა ელექტრო მუხრუჭში მდგომარეობს. ერთ-ერთი მექანიზმი არასაკმარისად ძლიერი აღმოჩნდა და იმ შემთხვევაში თუ იგი გაფუჭდება მძღოლი ხელის მუხრუჭს ვერ გამოიყენებს. Tesla-ში აღნიშნავენ, რომ ამ პრობლემას ჩვეულებრივ მუხრუჭებთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

Tesla-ს შეფასებით, აღნიშნული პრობლემა შეიძლება გამოწვეული ავტომობილების მხოლოდ 2%-ს აღმოაჩნდეს. ასევე აღინიშნა, რომ მუხრუჭის ხარვეზზე პასუხისმგებელი არა კომპანიაა, არამედ მისი მომწოდებელი.