Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ტერორიზმის შესაძლო გავლენა ტურიზმის სექტორზე

5a16c2fec9477
ელენე გოგბერაშვილი
23.11.17 16:42
1017
ბერი გაბრიელის გამზირზე განვითარებული მოვლენები ანტიტერორისტული სპეცოპერაციად შეფასდა და ამ ფაქტის გამო, საქართველო არაერთი უცხოური მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდა.

ტერორიზმის შედეგები ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორზე აისახება. ტურისტული სექტორის წარმომადგენლები "საქმის კურსთან" საუბარში აცხადებენ, რომ მსგავი ფაქტები ზიანს აყენებს ქვეყნის უსაფრთხო იმიჯს, თუმცა ამ შემთხვევაში, როცა აქტიური ტურისტული სეზონი გასულია, ამას სავარაუდოდ ნეგატიური გავლენა არ ექნება.

"ფაქტი, რომ გუშინ მიმდინარე მოვლენები შეფასდა როგორც ტერორიზმთან დაახლოებული მოვლენები, ცუდია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. რაც შეეხება ატურიზმს, დიდი შედეგი არ ექნება, რადგან ჯერ ერთი აქტიური ტურისტული სეზონი არ არის, მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია საერთაშორისო მედია რას დაწერს და როგორ შეაფასებს მიმდინარე მოვლენებს. პრობლემაა თავის მხრივ, როცა საქართველოს მოიხსენიებენ ერთიან ჭრილში ჩეჩნეთთან, ჩრდილოეთ კავკასიასთან და სამხრეთ კავკასიაში არსებულ პრობლემებთან. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და შემაშფოთებელია ჩვენთვის, როგორც ტურისტული ქვეყნისთვის, შემაშფოთებელია ინვესტორისთვის იმიტომ რომ ნებისმიერი ჩვენი ხსენება ჩეჩნეთთან ერთად არის ქვეყნისთვის ზიანის მომტანი’’, - აცხადებს ,,საქმის კურსთან’’ ,,გუდაური ჰელისკის’’ დამფუძნებელი, ვატო ასათაშვილი.

"წინასაახალწლო სეზონამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, თუმცა მასიურ ტურისტულ სეზონამდე ჩვენ გვაქვს საკმაოდ ბევრი დრო. ასეთი რამ რომ მომხდარიყო გაზაფხულზე ბევრად უფრო ცუდ ეფექტს მოახდენდა. რადგან მგრძნობიარე თემაა, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ თვოთონ სახელმწიფომ არ უნდა გაგზავნოს ისეთი მესიჯები, რომ აქ რაღაც საშინელება მოხდა", - აცხადებს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ია თაბაგარი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნაკლებად არის სამიზნე ტერორისტული ორგანიზაციებისთვის, ტერორიზმის ინდექსში არც თუ ისე სახარბიელო პოზიციები გვიჭირავს.
ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა გლობალური ტერორიზმის 2017 წლის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც ჯამში მსოფლიოს 163 ქვეყნის მონაცემებია გაანალიზებული. აღნიშნულ 163 ქვეყანას შორის საქართველო 77-ე ადგილს იკავებს.უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველო იმ ქვეყნების სიაში იმყოფება, სადაც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" წევრებს ან მასთან ასოცირებულ პირებს აქვთ კავშირები.