Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თენგიზ შერგელაშვილი:ტენდერების ზოგიერთ შემთხვევაში დროში შეყოვნებები არსებობს, რაც ხარისხის ხარისხის ინტერესბიდან გამომდინარეა

564d996bd5502
ბიზნესკონტაქტი
19.11.15 13:35
1864
“პროექტები რომ ხორციელდება ამაზე  სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში მოსახლეობის მადლიერება მეტყველებს’’-აღნიშნა გადაცემა “ბიზნესკონტაქტში’’ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა. აღნიშნულ თემაზე მანვე განაცხადა, რომ მდგომარეომა გაცილებით გაუმჯობესებულია და პრობლემები ევროპის ქვეყნებშიც კი აღენიშნებათ.

“რა სქემაც არის დაგეგმილი, იმ სქემის მიხედვით მიმდინარეობს პროექტების რეალიზაცია. დავასახელებ მხოლოდ რამდენიმე ციფრს. მაგალითად, ავტობანის მშენებლობა 2006 წლიდან დაიწყო და საშუალოდ წელიწადში ათი კილომეტრი შენდებოდა და იხარჯებოდა დაახლოებით 116 მილიონი, ხოლო ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტობანის ოცდარვა კილომეტრი შენდება. მარნეულიდან რუსთავისკენ მიმავალი გზის მშენებლობაც დაგეგმილია. სამი კილომეტრი გაკეთდება საბიუჯეტო თანხებით გაკეთდება, ხოლო რვა კილომეტრი მსოფლიო ბანკის პროექტით არის დაგეგმილი და 2016 წლის განმავლობაში დასრულდება. ეს გზა სრულად რეაბილიტირებული იქნება. ის, რომ მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ამას ხედავენ ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ კონკრეტულ ქალაქებსა და სოფლებში. შეხვედრები ხშირად გვიწევს და მათ მადლიერებას ვხედავთ. ტენდერებს რაც შეეხება, აქ არის ათობით ტენდერი და ზოგიერთ კომპანიას პრობლემები ექმნება და ვცდილობთ ეს პრობლემები მოვაგვაროთ. იყო სატენდერო პროცედურებში გარკვეული პრობლემები, რის შესახებაც ინფრასტრუქტუეის მინისტრმა არა ერთხელ განაცხადა. კომიტეტის სხდომაზე პირადა ხაზი გავუსვი იმას, ყოველდღიურობაში თუ რა სიახლეები დავნერგეთ ტენდერის საავანსო თანხებთან მიმართებაში, მონიტორინგის კუთხით, ტექნიკური დავალებების საკითხებში, რათა მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ვფიქრობთ, რომ მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდება. რაც მთავარია, არც ერთი პროექტის შეჩერება და გაუქმება არ გაუქმებულა. არსებობს დროში შეყოვნებები და ზოგიერთ შემთხვევაში ეს ხარისხის ინტერესებიდან გამომდინარეა გამოწვეული და შესაბამისად, მიდგომა ასეთი, რომ ყველაფერი კარგია, ან ყველაფერი ცუდია სწორი არ არის. პრობლემები ჩვენთანაც არსებობს და ევროპულ ქვეყნებშიც. მთავარია ამ პრობლემებს ვებრძოლოთ’’- განაცხადა თენგზ შერგელაშვილმა.