19.Nov.2015 14:43
Economy

თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, პრობლემური ტენდერების რაოდენობა მინიმალურია

თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, პრობლემური ტენდერების რაოდენობა მინიმალურია
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უმრავლესობა მუშაობას უწუნებს. მიაჩნიათ, რომ სამინისტრო სათანადოდ არ მუშაობს. მათ შორის ერთ-ერთი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ტრიპოლსკი გახლავთ. მის ბრალდებასა და შენიშვნებს გადაცემა “ ბიზნესკონტაქტში’’ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შრგელაშვილმა უპასუხა და  აღნიშნა, რომ საქართველოში ყველა გზა იდეალურ მდგომარეობაში ვერ იქნება, რადგან ამას დიდი დრო და ათეულობით მილიარდი ესაჭიროება.

“ნებისმიერი პროექტის განხორციელებაში ბევრი სხვადასხვა მონაწილეა ჩართული. ესენი არიან: პროექტის შემდგენი, განმხორციელებელი, ზედამხედველი კომპანია, ექსპერტიზის ბიურო. ყველა ეტაპზე სხვადასხვა მონაწილეა ჩართული. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ვუზრუნველყოთ ის, რომ დრო, ტემპი არ შეეწიროს ხარისხს და ხარისხი არ შეეწიროს ტემპებს. სამინისტრო ამ კუთხით  ყოველდღიურად დგამს ნაბიჯებს. არსებობს პროექტები, რომლეიც ძალიან წარმატებული, მაღალხარისხიანია. არსებობს ტენდერები, სადაც გარკვეული პრობლემები ფიქსირდება. ყველაზე მთავარი არის მასშტაბი. დღესდღეისობით ასეთი პრობლემური პროექტების რაოდნბა მინიმუმამდეა დასული. 2013 წელს ძალიან ბევრი პრობლემური პროექტი იყო, დღეს კი ეს რაოდენობა მინიმალურია. ბიუჯეტის ცვლილებაში არც ერთ პროექტის ამოღება არ მომხდარა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყოელდღიური  ურთიერთობა აქვს პარლამენტთან. მეეჭვება ასეთი ინტენსიური კავშირი პარლამენტის წევრებთან, დეპარტამენტების დონეზე  სხვა რომელიმე სამინისტროს წარმომადგენლეს ჰქონდეთ. ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. ზოგიერთ შემთხვევაში, თუ კი გვექნება ჯანსაღი კრიტიკის შემთხვევა, გავითვალისწინებთ და ვეცდებით საქმიანობაში გავითვალისწინოთ. დაუმსახურებელი კრიტიკისთვის პასუხის გასაცემად არ ვართ მზად. სანამ ყველა პროცედურას არ გავივლით, წინასწარ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. საქართველოში 28 000 კილომეტრი გზა არის და ყველა რომ იყოს იდეალურ მდგომარეობაში, ამას ათეულობით მილიარდი და მრავალი წელი ჭირდება. ყველა გზა ვერ გაკეთდება. არსებობს კონკრეტული გეგმა, რომელიც ყველა პროცედურას მოიცავს’’-აცხადებს თენგიზ შერგელაშვილი.
Author ბიზნესკონტაქტი



17.Dec.2018 13:43
27

2019 Budget Approved by Parliament

More
17.Dec.2018 13:42
30

IMF Representative: New Regulations Mean Less Credit Growth

More
14.Dec.2018 19:33
74

PRIME MINISTER PRESENTS MOUNTAIN DEVELOPMENT STRATEGY AT EXPOGEORGIA

More
14.Dec.2018 19:29
57

Georgian FMCG Sector Analysis – Research Report

More
14.Dec.2018 19:27
63

Nenskra Hydro one of Georgia’s Top 10 Investment Companies

More
13.Dec.2018 19:02
63

TOP 10 Investment Companies with Highest Amount of FDIs in Georgia

More