Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სად გავყიდოთ ლურჯი მოცვი?

BM.GE
28.03.22 10:03
256
თურქეთმა გასულ წელს მოცვის ფართობი 200-250 ჰა-მდე გაზარდა. ქვეყანა 5 000 ჰექტარზე მეტი საწარმოო ფართობით, ასევე, 100 000 ტონა მოცვის წარმოებით, მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში კენკრის ბაზარზე შესაძლოა, ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი გახდეს. ამის შესახებ თურქული კენკრის მწარმოებელი კომპანია Safir Berry-ის გამგეობის თავმჯდომარემ, თურგუთ აისანმა FreshPlaza-ს განუცხადა. 

Მისი თქმით, თავარი საექსპორტო მიმართულება მზარდი ევროპული ბაზარი იქნება, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ავსტრია, ბენილუქსის ქვეყნები, საფრანგეთი, სკანდინავია და ა.შ. თუმცა თურქეთს, ასევე, აქვს ლოგისტიკური უპირატესობა, რაც საშუალებას აძლევს, სპარსეთის ყურის ქვეყნების, რუსეთისა და შორეული აღმოსავლეთის ბაზრებზე ერთი საჰაერო რეისით ჰქონდეს წვდომა. 

რა პერსპექტივები აქვთ ქართველ მეწარმეებს და რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას სექტორი? 

სტუმარი: გიორგი ღვინიაშვილი - "აგრო ლეინის" მმართველი პარტნიორი