Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თემურ მაისურაძე: საკადრო პოლიტიკა გადახედვას მოითხოვს

56d7cf36ded98
BM.GE
03.03.16 09:41
1072
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძის აზრით, მთავრობამ საკადრო პოლიტიკას უნდა გადახედოს.
 
ამის შესახებ მაისურაძემ "ბიზნესკონტაქტს“ საბიუჯეტო ცვლილებების საჭიროებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

"ოპტიმიზაციის საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო და იქნება. მთავრობა მინიმალური ხარჯებით მაქსიმალური ეფექტის მიღებას უნდა ცდილობდეს, ანუ მისი საქმიანობა ეფექტიანი უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ სერიოზული რესურსები გვაქვს“, - განაცხადა მაისურაძემ.

მისივე თქმით, საკადრო პოლიტიკა გადახედვას მოითხოვს.

"იმდენი ბიუროკრატია და ადმინისტრაციის წარმომადგენელი გვესაჭიროება, რამდენიც კონკრეტულ დარგს, კონკრეტული მიზნებისთვის სჭირდება და არა იმისთვის, რომ ეს იყოს დასაქმების ადგილი“, - აღნიშნა მაისურაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას გეგმავს. ცვლილებების პროექტი მოგების გადასახადის ლიბერალიზაციას და სავარაუდოდ, ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვასაც გაითვალისწინებს.