"საქართველოში უნდა შემუშავდეს დიფერენცირებული საგადასახადო სისტემა" - ამ განცხადებას "ბიზნესკონტაქტთან" პარლამენტარი თემურ მაისურაძე აკეთებს. დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრის განცხადებით, აუცილებელია მოსახლეობისგან დაცლილ რეგიონებში დღგ-ს ნულოვანი სისტემა შემუშავდეს.
"ნულოვანი საგადასახადო სისტემა უნდა ამოქმედდეს იმ რეგიონში, რომელიც სრულად დაცლილია, 2%-იანი, რომელიც შედარებით დაცლილია, ხოლო 4-6%-იანი ნაწილობრივად დაცლილ რეგიონებში, თბილისი კი 18%-იან საგადასახადო ზონად დარჩება", - აცხადებს მაისურაძე.
მისივე განცხადებით, ამ პრინციპით ნულოვან საგადასახოდო ზონაში ხვდება, ასპინძის რეგიონი, რაჭა და ყაზბეგი .
"რაც შეეხება თბილისს ის ბიზნესის ქალაქი არაა, ამიტომ ადმინისტრაციულ ქალაქად უნდა იქცეს და პატარა ბაზრობებისა და საწარმოებისგან გათავისუფლდეს", - განმარტავს დეპუტატი.
მისივე თქმით, ამ ინიციტივის განხორციელების შემთხვევაში მას არავითარი საბიუჯეტო ხარჯი არ მოჰყვება და ამით მხოლოდ საგადასახადო სისტემა შეიცვლება.