Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

56dd4a3f8741d
BM.GE
07.03.16 13:29
1140
ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ: ვრჩებით ტელეკომპანია "მაესტროზე", ვაგრძელებთ იმ მენეჯმენტთან მუშაობას, რომელიც ჩვენთვის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო და არის. ამასთან, სადაო 25 პროცენტის ირგვლივ სასამართლო დავის დასრულებამდე, არ ვგეგმავთ შპს „სტუდია მაესტროს" რეგისტრირებული დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის, განკარგულებების შესრულებას.

ვიმედოვებთ, "მაესტროს" ირგვლივ განვითარებული მოვლენები ხელს არ შეუშლის არხის ფუნქციონირებას და არ აისახება ჟურნალისტების სამუშაო პროცესზე“, - ნათქვამია განცხადებაში.